აშშ-ის ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $500 მილიარდს გადააჭარბა. ამის შესახებ Reuters წერს.
2020 წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციებზე ფასი 6-ჯერ გაიზარდა.
Tesla-ს აქციებზე ბოლოს, ფასის ნახტომი კომპანიის განაცხადს უკავშირდება. 21 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ Dow Jones-ის ინდექსზე კომპანიის აქციები განთავსდება. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Tesla-ს ფასიანი ქაღალდები 28%-ით გაძვირდა. ამასთან კომპანიის მფლობელის, ილონ მასკის ქონება $127,8 მილიარდამდე გაიზარდა.
2020 წლის დასაწყისში ილონ მასკი Bloomberg Billionaires Index-ში 35-ე იყო, ახლა კი მეორე ადგილზეა.
წყარო: imedinews.ge