Home » ეკონომიკა » Tesla-ს 4 ახალი გიგაქარხნიდან, შესაძლოა, ერთი საქართველოში აშენდეს
Tesla-ს 4 ახალი გიგაქარხნიდან, შესაძლოა, ერთი საქართველოში აშენდეს

Tesla-ს 4 ახალი გიგაქარხნიდან, შესაძლოა, ერთი საქართველოში აშენდეს

ილონ მასკი ახალი ქარხნებისათვის ასაშენებელი ტერიტორიების შერჩევით არის დაკავებული. კომპანია “ტესლას” დამფუძნებელი წლის ბოლომდე კიდევ 4 ახალი გიგაქარხნის მშენებლობას გეგმავს.

წლის დასაწყისში, მასკმა განაცხადა, რომ ორი-სამი ახალი გიგაქარხნის აშენებას აპირებს. ახლახანს კი, TED-ის კონფერენციაზე გამოსვლისას მან თქვა, რომ არა 2-3, არამედ 4 ახალი გიგაქარხნის აშენებას აპირებს.

„წლის ბოლომდე ორი ან ოთხი ახალი ქარხნის ადგილმდებარეობას გამოვაცხადებ. ალბათ ლაპარაკი იქნება ოთხზე“, – განაცხადა ილონ მასკმა.

მასკმა ასევე თქვა, რომ ახალი ქარხნები გლობალური ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იმუშავებს.  მათი ნაწილი, ალბათ, შეერთებული შტატების საზღვრებს მიღმა აიგება. სავარაუდოდ, ერთი მათგანი ჩინეთში განლაგდება, ერთი კი  ევროპაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქარხნის მშენებლობაზე ქართულმა მხარემ Tesla-სთან პირველადი კომუნიკაცია დაამყარა, რის შესახებაც გადაცემაში – „საქმიანი დილა“- პირდაპირ ეთერში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ციკოლიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ ინტერესი დააფიქსირა და კომპანიისგან პასუხს ელოდება.

“პირველადი კომუნიკაცია შედგა, ჩვენ ჩვენი ინტერესი დავაფიქსირეთ და პასუხად მივიღეთ, რომ შემდეგი ეტაპისთვის გადასვლისთვის შიდა ანალიზი მოხდება და იმ შემთხვევაში თუ კომპანიის პროექტებში ჯდება ჩვენი რეგიონი, კომუნიკაციის გაგრძელების საშუალება გვექნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დამატებით ვეცდებით კომუნიკაციის კიდევ სხვა გზები ვიპოვნოთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ საქართველო პოზიტიურად წარმოვაჩინოთ და ყველა დადებითი მხარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია ინფორმაცია მივაწოდოთ”,- განაცხადა გიორგი ციკოლიამ.

ასევე, ინტერნეტის მომხმარებლებმა შექმნეს პეტიცია, სადაც Tesla Motors-ის თანამდამფუძნებელსა და დირექტორს, ილონ მასკს მიმართავენ, ტესლას გიგასაწარმო საქართველოში ააშენოს. პეტიციას 6 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

[wpolling id=”15″ width=”” height=””]

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share