Home » საზოგადოება » “ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა ჩემი იყო,რითაც სააკაშვილი აღფრთოვანდა”
"ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა ჩემი იყო,რითაც სააკაშვილი აღფრთოვანდა"

“ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა ჩემი იყო,რითაც სააკაშვილი აღფრთოვანდა”

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტენოლოგიური უნივერსიტეტის იდეა მისი იყო, რითაც სააკაშვილი აღფრთოვანდა, თუმცა ბათუმში სასაცილო პროექტი გააკეთა.

მისივე თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ღირებულება დაახლოებით 500 მლნ ევრო იქნება.

ივანიშვილის თქმით, განათლების გარეშე ვერც ერთი ერი ვერ განვითარდება და ამისთვის აუცილებელია მსგავსი პროექტები.
ყოფილი პრემიერის განმარტებით, პროექტი ზუსტდება და ”ხვალ ზეგ ამ საკითხზე გაიმართება შეხვედრა მეცნიერებთან”.

”ცოტა სხვაობაა პროექტებს შორის. შეიძლება განხორციელდეს ამერიკული პროექტი. კოლაიდერზეა მხოლოდ საუბარი, ხოლო მრგვალ შენობაში იქნება ლაბორატორიები, ეს იოლია და მისი მშენებლობა დაიწყება ხვალვე. ის, რაც ”ნაციონალებმა” ბათუმში ააშენეს, იყო სასაცილო. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა თავიდანვე იყო ჩემი, ეს იყო დაახლოებით 8 წლის წინ და სააკაშვილი საოცრად აღფრთოვანებული იყო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ბათუმში აშენებულ შენობას არ შეიძლება უნივერსიტეტი ეწოდოს, ვინაიდან ეს არის ”ლიფტის შახტა”.

”მიშამ სასაცილო რამე გააკეთა. ეს იყო ლიფტის შახტა და იქ აუდიტორიები ვერ განთავსდებოდა. ასევე აშენებდა ქალაქებს სააკაშვილი, როგორც ტექნოლოგიური პროექტი გააკეთა”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა და ყველას მოუწოდა, დალოდებოდნენ იმ პროექტის დასრულებას, რომელსაც ის ახორციელებს.

ივანიშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებას დაეხმარება მანამ, ვიდრე ბიუჯეტს ამის საშუალება არ ექნება.

”ამბობენ, გაიყიდა უნივერსიტეტი და დაინგრა ქვეყანაო, ნახეთ ქუთაისის პროექტი. სააკაშვილის ხელწერით, ყველაზე ახლოს რაც არის განათლებასთან და მეცნიერებასთან, ეს გახლავთ ის ეშმაკის ბორბალი, რაც დაამონტაჟა იმ შენობაზე”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Share