Home » მსოფლიო » ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც გაკვეთილზე მოსწავლის ყურადღებით ყოფნას აკონტროლებს
ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც გაკვეთილზე მოსწავლის ყურადღებით ყოფნას აკონტროლებს

ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც გაკვეთილზე მოსწავლის ყურადღებით ყოფნას აკონტროლებს

ჩინეთში, ერთ-ერთი ქალაქ ჰანდოუში, სკოლაში სახის ამომცნობი სისტემის ტესტირება დაიწყეს, რომლის გამოყენებითაც, მასწავლებლებს საშუალება ექნებათ დაადგინონ, თუ რამდენად ყურადღებითაა მოსწავლე გაკვეთილზე.

სახის ამომცნობი სამი კამერა დამონტაჟებულია კლასში მოთავსებული დაფის ზემოთ. კამერებს 7 განხვავებული  სახის ემოციის ამოცნობა შეუძლიათ და ანალიზის საფუძველზე დაადგინონ, რამდენად მობილიზებული ზის მოსწავლე გაკვეთილზე. უყურადღებობის შემთხვევაში კი მასწავლებელს შესაბამისი შეტყობინება გაუგზავნონ.

ამ დროისთვის სისტემის ტესტირება მხოლოდ ერთ სკოლაში მიმდინარეობს. თუმცა მისი შემქმნელები ტესტირების არეალის გაფართოებას გეგმავენ.

Share