Home » საზოგადოება » ტექდათვალიერების სისტემას შექმნაში საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებან
ტექდათვალიერების სისტემას შექმნაში საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებან

ტექდათვალიერების სისტემას შექმნაში საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებან

პრემიერი ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების კუთხით არასახარბიელო მდგომარეობაზე აღნიშნავს და ამბობს, რომ მთავრობას ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის შემოღება სურს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, წინა წლებში ტექდათვალიერების მთლიანად გაუქმება არასწორი იყო და საჭიროა სწორი სისტემის შემოღება, საუკეთესო ევროპული პრაქტიკით.

კომენტარი  იორგი კვირიკაშვილმა  საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე გააკეთა, რომლის მიხედვით, საქართველში ჰაერის დაბინძურების ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

„ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ავტომანქანების ტექდათვალიერება, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით. გვაქვს გეგმები, მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ,  გამოვრიცხოთ  კორუფცია ამ სისტემაში და, რაც ყველაზე მთავარია, იყოს ხელმისაწვდომი. დღეს ჩვენთან ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი ძალიან  მაღალია და ვერავითარ შემთხევევაში ჩვენ ვერ შევწირავთ ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას იმას, რომ საქართველომ იამაყოს  ნაკლები რეგულაციებით“, – განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ახალი სისტემა იქნება ხელმისაწვდომი და კორუფციისგან  თავისუფალი.

Share