Home » საზოგადოება » თემურ ჭყონია: ამ ქვეყანაში სავალდებულო რაც არაა, ის არ სრულდება
თემურ ჭყონია: ამ ქვეყანაში სავალდებულო რაც არაა, ის არ სრულდება

თემურ ჭყონია: ამ ქვეყანაში სავალდებულო რაც არაა, ის არ სრულდება

თემურ ჭყონია საპენსიო ფონდის მმართველების კომპეტენციით ინტერესდება

„ამ ქვეყანაში სავალდებულო რაც არაა, ის არ სრულდება“, – ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია კერძოდ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას.

მისი თქმით, დღეს ყველა კითხვას სვამს იმასთან დაკავშირებით, შემცირდება თუ არა კომპანიებში ხელფასები, მას შემდეგ, რაც 2+2+2 სისტემა ამოქმედდება, თუმცა მთავარ კითხვებზე პასუხები ამ დრომდე არავის მიუღია.

“მე პირადად, მაინტერესებს როგორ და ვის მიერ უნდა იმართოს ის ფონდი, სადაც ამ თანხების აკუმულირება მოხდება, ვინ არის ეს ადამიანი ან რა კომპეტენცია გააჩნია და უნდა მქონდეს თუ არა, მის მიმართ ნდობა“, – აცხადებს ჭყონია.

მისივე თქმით, შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თანხები შეიძლება სადმე დაიკარგოს, არასწორია.

ბიზნესმენის აზრით, 21-ე საუკუნეში უკვალოდ არფერი იკარგება, მით უფრო – ადამიანის დაგროვილი თანხები.

საპენსიო ფონდში თანხის შეტანა 2019 წლიდან უნდა დაიწყოს.

Bm.ge

Share