Home » საზოგადოება » თემურ ბასილია: „მარიხუანას კულტივაციამ ეკონომიკური თვალსაზრისით არა მგონია ქვეყნისთვის რაიმე სერიოზული დადებითი ეფექტი მოიტანოს“
თემურ ბასილია: „მარიხუანას კულტივაციამ ეკონომიკური თვალსაზრისით არა მგონია ქვეყნისთვის რაიმე სერიოზული დადებითი ეფექტი მოიტანოს“

თემურ ბასილია: „მარიხუანას კულტივაციამ ეკონომიკური თვალსაზრისით არა მგონია ქვეყნისთვის რაიმე სერიოზული დადებითი ეფექტი მოიტანოს“

„მარიხუანას კულტივაციამ ეკონომიკური თვალსაზრისით არა მგონია ქვეყნისთვის რაიმე სერიოზული დადებითი ეფექტი  მოიტანოს. ზოგადად, არც სახელმწიფო სტრუქტურებია მზად რომ კონტროლი გასწიონ,“-ამის შესახებ განცხადებას   ფინანსისტი თემურ ბასილია „კომერსანტთან“ აკეთებს. მისი განმარტებით, მაგალითად, აშშ-ში ძალიან უარყოფითი პროპაგანდა მიდის ნარკოტიკების თაობაზე სკოლაში.

„ბავშვებს სკოლიდანვე უდებენ თავში, რომ ეს ძალიან ცუდია.  რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა კლუბები, მაგრამ როგორც კი გებულობენ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები არიან, მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება  ჩნდება ხოლმე და პრობლემები ექმნებათ სამსახურში,“— აცხადებს ბასილია.

მისი განმარტებით, როგორც ჩანს, საქართველოში არ იციან, რომ იმ პირებს ვინც  მარიხუანას მოიხმარს, ან ჩართულია  მისი წარმოების ბიზნესში (მათ შორის ლეგალურშიც კი), სიცოცხლის ბოლომდე შეიძლება აეკრძალოთ აშშ-ში შემოსვლა.

მისი განმარტებით, ეს ზოგადი კანონია, რომელიც ვრცელდება ყველა ქვეყანაზე, მათ შორის, საქართველოზე. ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია, რომ ისრაელის რამდენიმე მოქალაქეს, ვისაც ინვესტიციები აქვს გაკეთებული ამ ბიზნესში უკვე აეკრძალა აშშ-ში შემოსვლა.

„თუ მოგზაური აღიარებს, რომ წარსულში გამოიყენებდა ნებისმიერ ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც აკრძალულია აშშ, როგორიც არის მაგალითად მარიხუანა, მას აეკრძალება აშშ-ში შემოსვლა… თუ, პიროვნება მუშაობს, ან ინვესტიციას აკეთებს ამ ინდუსტრიაში, ეს საკმარისი საფუძველია, რომ ამ პიროვნებას აეკრძალოს აშშ-ში შემოსვლა, – აცხადებს ბასილია.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის რამდენიმე შტატში მოხდა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, ფედერალურ დონეზე მისი წარმოება, რეალიზება და მოხმარება კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულია.

როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, მნიშვნელობა არა აქვს, რომ კანაფი არის ლეგალური კანადაში, რომ ეს ბიზნესები მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის კანონმდებლობის ფარგლებში, რომ ეს კომპანიები, როგორიც არიან Canopy Growth Corp (NYSE: CGC), Cronos Group Inc. (NASDAQ: CRON) ან Tilray Inc (NASDAQ: TLRY), ვაჭრობენ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე. Cannabis კვლავ რჩება აკრძალულ ნივთიერებად აშშ-ში.-განამარტავს ბასილია.

Share