Home » ფინანსები » ტელევიზიებში 154 მლნ ლარის აზარტული თამაშების რეკლამა გავიდა – კომაპნიების დანახარჯები 2020 წელს

ტელევიზიებში 154 მლნ ლარის აზარტული თამაშების რეკლამა გავიდა – კომაპნიების დანახარჯები 2020 წელს

„აი ფი ემ“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ აზარტული თამაშების სფეროს სარეკლამო სტატისტიკას. 2020 წელს ტელევიზიაში, აღნიშნულ კატეგორიაში, სულ გავიდა 143 502 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟის მოცულობამ შეადგინა 2000616 წამი, ხოლო განხორციელებულმა ინვესტიციამ – 153 868 894 ლარი.

2020 წელს სატელევიზიო რეკლამის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, სარეკლამო რგოლების გასვლის რაოდენობით, ლიდერობს „აჭარაბეთი“ – 70 584 რგოლით, მეორე ადგილზეა „კრისტალბეთი“ – 23 974 .
გრაფიკზე წარმოდგენილია 2020 წელს აზარტული სფეროს კატეგორიაში ტელევიზიით გასული სარეკლამო რგოლების რაოდენობები.

ქრონომეტრაჟის პარამეტრში ლიდერობს „აჭარაბეთი“, რომელმაც 1 029 446 წამის სარეკლამო რგოლი განათავსა, მეორე ადგილზეა „კრისტალბეთი“ – 309 883 წამი, ბოლო ადგილს კი „სოჰო ბათუმი“ იკავებს – 1313 წამი. გრაფიკზე წარმოდგენილია 2020 წელს აზარტული თამაშების კატეგორიაში შემავალი კომპანიების მიერ ათვისებული ქრონომეტრაჟი.

2020 წელს, ტელევიზიით, აზარტული თამაშების სფეროს წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 153 868 894 ლარი. მათგან ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელა „აჭარაბეთმა“, რომლის დანახარჯი მოცემულ პერიოდში შეადგენს – 64 413 688 ლარს.

გრაფიკზე წარმოდგენილია აზარტული სფეროს წარმომადგენლების დანახარჯები 2020 წელს.

Share