Home » საზოგადოება » „ტელეფონებზე ზარები არ წყდება, ჩვენი წევრები გვეკითხებიან ამის შესახებ“ – ფხაკაძე ლარის გაუფასურებაზე

„ტელეფონებზე ზარები არ წყდება, ჩვენი წევრები გვეკითხებიან ამის შესახებ“ – ფხაკაძე ლარის გაუფასურებაზე

„ტელეფონებზე ზარები არ წყდება, ჩვენი წევრები გვეკითხებიან ამის შესახებ“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ სამთავრობო პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გაუფასურების თემაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ამაზე ძალიან ხშირად ღიად ვსაუბრობთ. ტელეფონებზე ზარები არ წყდება, ჩვენი წევრები გვეკითხებიან ამის შესახებ. აინტერესებთ რა იქნება გამოსავალი. ხელისუფლებასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და ერთობლივ გამოსავალზე ვფიქრობთ.

არის გარკვეული მაკროეკონომიკური ბერკეტები, დეტალებზე არ მინდა ვისაუბრო. ლარის გაუფასურების მიზეზი მთელი რიგი ფაქტორებია, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური.

ახლა მთავარია, გამოვიდეთ შედეგიდან. ქვეყანაში ლარის გამო შექმნილი ვითარება მძიმეა და ამა თუ იმ გზით აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

Share