Home » ეკონომიკა » “თელასი” ჩვენს ენერგოსისტემაში უმნიშვნელოვანესი კომპანიაა”
"თელასი" ჩვენს ენერგოსისტემაში უმნიშვნელოვანესი კომპანიაა"

“თელასი” ჩვენს ენერგოსისტემაში უმნიშვნელოვანესი კომპანიაა”

 

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილის განცხადებით, “თელასი” ფაქტობრივად საქართველოს ენერგოსისტემის ქვაკუთხედია.

როგორც ელოშვილმა “თელასის” მუშაობის წლიური ანგარიშის შეჯამების ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, 2015 წელი რთული და დატვირთული იყო სხვადასხვა მოვლენებით.

” – “თელასი” არის უმნიშვნელოვანესი კომპანია ენერგოსისტემაში. ის ფაქტობრივად ჩვენი ენერგოსისტემის ქვაკუთხედია. წლევანდელი წელი იყო დატვირთული და რთული სხვადასხვა მოვლენით. მადლობა მინდა ვუთხრა “თელასის” თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც სტიქიის დროს გმირობა გამოიჩინეს და საკუთარი სიცოცხლის ფასად მოსახლეობას ელექტროენერგია რამდენიმე დღეში მიაწოდეს. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ განხორციელდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და იკლო ქსელში გათიშვების რაოდენობამ, რასაც აბონენტები თავად ხედავენ. გარდა ამისა, “თელასმა” საერთაშორისო სერთიფიკატი მიიღო ეკოლოგიური მართვის მენეჯმენტში. ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენებით იყო გაჯერებული 2015 წელი”,

– აღნიშნა ელოშვილმა.

ცნობისთვის, 2015 წელს “თელასის” ინვესტიციებმა 28,4 მილიონი ლარი შეადგინა.

Share