Home » ახალი ამბები »  “თეგეტა მოტორსის” უპრეცენდენტო შეთავაზება საბურავებზე
 “თეგეტა მოტორსის” უპრეცენდენტო შეთავაზება საბურავებზე

 “თეგეტა მოტორსის” უპრეცენდენტო შეთავაზება საბურავებზე

თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მაშინ მიმართეთ „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრს, ისარგებლეთ სპეციალური სეზონური შეთავაზებებით და მოამზადეთ ავტომობილი ზამთრისთვის. შეთავაზებაშია ზამთრის საბურავები, რომლებიც მხოლოდ „თეგეტა მოტორსში“ შეგიძლიათ შეიძინოთ 49 ლარიდან და ისარგებლოთ უფასო მონტაჟისა და ბალანსირების სერვისით. ასევე „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ საბურავების შენახვის სერვის, რაც გულისხმობს არა სეზონური საბურავების შენახვის ყველა სტანდარტის დაცვით დასაწყობებას მომდევნო სეზონამდე.

„თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში წარმოდგენილია საბურავების ყველაზე დიდი არჩევანი, ყველა საფასო კატეგორიაში. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის საბურავები როგორების გახლავთ: Bridgestone, Michelin, Continental, Riken, Hankook, Starmaxx, Falken და სხვა.

უსაფრთხოებისთვის ზამთრში  ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა კარგი საბურავებია. ზაფხულის საბურავს ნაკლები რეზინის შემცველობა აქვს და შესაბამისად ის უფრო ხისტია, რის გამოც ზამთარში ის კიდევ უფრო უხეში ხდება, ასეთი საბურავი  უფრო მეტად ცურავს, უჭირს დამუხრუჭება და ზამთარში ასეთი საბურავის გამოყენება არა თუ არარეკომენდირებულია,  არამედ სახიფათოა. ზამთრის საბურავებში რეზინის შემცველობა მაღალია, ამიტომ უფრო რბილია,  უკეთესად ეჭიდება  ცივ ზედაპირს და  მოცურებისგან იცავს ავტომობილს. როდესაც  ტემპერატურა +7 გრადუსზე ქვემოთ ეცემა აუცილებელია გამოვიყენოთ ზამთრის საბურავები.

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა მოტორსის“ წინასწარი რეზერვაციის სერვისით, რომლის საშუალებითაც  შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი თქვენთვის სასურველი სერვისის მისაღებად. რეზერვაციის პროცედურა ძალიან მარტივია, რამოდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ  სახლიდან გაუსვლელად ჩაეწეროთ თქვენთვის სასურველ დროს და სწრაფად მიიღოთ საჭირო სერვისი.

შეთავაზება მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, რუხისა და თელავის სერვის ცენტრებში, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში.

 

Share