Home » ახალი ამბები » თებერვალში ინფლაციის დონემ 0,1 პროცენტი შეადგინა
თებერვალში ინფლაციის დონემ 0,1 პროცენტი შეადგინა

თებერვალში ინფლაციის დონემ 0,1 პროცენტი შეადგინა

2016 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,1 პროცენტი შეადგინა.  მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,45 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული ზრდა ძირითადად გამოწვეულია თამბაქოს ნაწარმზე ფასების 13,6-პროცენტიანი მატებით. ფასები ასევე გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფზე (2,7 პროცენტი); კავშირგაბმულობა: წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 4,1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,13 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატელეფონო, სატელეგრაფო და სატელეფაქსო მომსახურებაზე (4,1 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,3-პროცენტიანი კლება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,28 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-5,3 პროცენტი).

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

Share