Home » ბიზნესი » ჭყონია ნატახტარში British American Tobacco-ს ქარხნის მშენებლობას აპირებს
ჭყონია ნატახტარში British American Tobacco-ს ქარხნის მშენებლობას აპირებს

ჭყონია ნატახტარში British American Tobacco-ს ქარხნის მშენებლობას აპირებს

ბიზნესმენი თემურ ჭყონია თამბაქოს ბიზნესში შედის. ამის შესახებ მან “ბიზნესკონტრაქტთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის ნატახტარში British American Tobacco-ს ქარხნის მშენებლობას აპირებს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბრენდთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

“ამ ბრენდს კავკასიაში ქარხანა არ აქვს, მათთან უკვე მაქვს მოლაპარაკება და ვნახოთ”,- აცხადებს ჭყონია.

ბიზნესმენი ამავე ტერიტორიაზე აპირებს “კოკა-კოლის” ქარხნის გადმოტანას და გაფართოებას. მისი თქმით, ამას დაახლოებით 10 მილიონი ლარი დასჭირდება და პროექტი მომავალი წლის მაისისთვის უკვე დასრულებული იქნება.

წყარო: businesscontract.ge

Share