Home » ახალი ამბები » ჭკვიანი Wifi თერმოსტატი, რომლითაც შესაძლებელია სახლში ტემპერატურის შერჩევა

ჭკვიანი Wifi თერმოსტატი, რომლითაც შესაძლებელია სახლში ტემპერატურის შერჩევა

Mostat -ი არის ჭკვიანი Wifi თერმოსტატი, რომელიც მონტაჟდება სახლში არსებულ გათბობის ქვაბში. ტემპერატურის გადამცემი იღებს ოთახის ტემპერატურას და გადასცემს ქვაბში დამონტაჟებულ თერმოსტატს, რის შედეგადაც შესაძლებელია სახლში ტემპერატურის შერჩევა, დაყენება და მისი ნებისმიერი ადგილიდან მართვა სმარტფონის საშუალებით.

სენსორის კორპუსი ტექნოპარკის ფაბლაბში შეიქმნა, პროტოტიპირების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა.

„ეს პროტოტიპი, ფაბლაბის დახმარების გარეშე სხვაგან რომ შეგვექმნა დაახლოებით ხუთი ათასი ლარი იქნებოდა საჭირო, ხოლო ახლა ტექნოპარკის მეშვეობით, პროტოტიპის ასეთი დახვეწილი საბოლოო სახე უფასოდ შევქმენით და დავზოგეთ დანახარჯები„- აცხადებს პაატა კვესელავა.

პროდუქტი უკვე მზად არის წარმოებაში ჩასაშვებად და სტარტაპს ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები აქვს.

Mostat -ის ფასი იქნება 299 ლარი.

Share