Home » ეკონომიკა » ჭარაია – მნიშვნელოვანია იმ ოქროს შუალედის პოვნა, რომელიც არც ბიზნესს და არც ქვეყანას არ დააზარალებს

ჭარაია – მნიშვნელოვანია იმ ოქროს შუალედის პოვნა, რომელიც არც ბიზნესს და არც ქვეყანას არ დააზარალებს

“ეკონომიკის გახსნის” დღევანდელი გადაწყვეტილებები ბიზნეს ნამდვილად წაადგება, როგორც მინიმუმ მის ნაწილს მაინც, სწორი დაგეგმარების და გაურკვევლობის ფაქტორის მოხსნის კუთხით” , – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

“ეკონომიკის გახსნის” დღევანდელი გადაწყვეტილებები ბიზნეს ნამდვილად წაადგება, როგორც მინიმუმ მის ნაწილს მაინც, სწორი დაგეგმარების და გაურკვევლობის ფაქტორის მოხსნის კუთხით.

თუმცა, აქვე დავამატებდი, რომ იმედი მაქვს ჯაჭვურ რეაქციაში და როგორც მინიმუმ საშუალოვადიან პერსპექტივაში გათვლები სწორადაა გაკეთებული.

სამწუხაროდ კორონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ თვეების და შეიძლება საბოლოო დამარცხებამდე წლების პრობლემადაც დარჩეს, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ ოქროს შუალედის პოვნა, რომელიც არც ბიზნესს და არც ქვეყანას არ დააზარალებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება დღეს ერთი ჯიბე ავივსოთ, ხოლო ხვალ მეორე დავიცარიელოთ… მოკლედ, ამ ქვეყნის 3 მილიონ 725 ათასივე მაცხოვრებელს ფხიზლად ყოფნა გვმართებს.

სამომავლოდ კი ფაქტია, რომ ეკონომიკის სტრუქტურული გადაწყობა უალტერნატივოა, მათ შორის სახელმწიფოს უფრო აქტიური ჩარევის გათვალისწინებით, როგორც მინიმუმ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ჭრილში”, – წერს ჭარაია.

Share