Home » საზოგადოება » თბილისური Hilton-ის პროექტი შეიცვალა
თბილისური Hilton-ის პროექტი შეიცვალა

თბილისური Hilton-ის პროექტი შეიცვალა

თბილისური „ჰილტონის” პროექტი შეიცვალა. Hilton Garden inn.-ს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი EBRD–ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე აშენებს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონი დოლარია.  14–სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერი იქნება განთავსებული. ვაკეში უკვე მიმდინარეობს და მისი გახსნა 2017 წლის ბოლოსაა დაგეგმილი. სასტუმრო საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზე იქნება გათვლილი.

ლაშა პაპაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ შეცვლილია  სასტუმროს პროექტის მხოლოდ  ფასადი. „სასტუმრო ფასადი არ მოგვწონდა და შევცვალეთ” – განმარტავს პაპაშვილი.

ჰილტონის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. ჰილტონის ბრენდის შემოყვანას, რამდენიმე წელია ცდილობს ბიზნესმენი დავით კოდუა, რომელსაც სასტუმროს გახსნა ყოფილი სასტუმრო „საქართველოს” ნაცვლად სურს.

წყარო: commersant.ge

Share