Home » საზოგადოება » თბილისში „მარშრუტკები“ აღარ იქნება! რითი ჩაანაცვლებენ მიკრო-ავტობუსებს
თბილისში „მარშრუტკები“ აღარ იქნება! რითი ჩაანაცვლებენ მიკრო-ავტობუსებს

თბილისში „მარშრუტკები“ აღარ იქნება! რითი ჩაანაცვლებენ მიკრო-ავტობუსებს

დავით ნარმანიას მიერ ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან გაკეთებული განაცხადი, დედაქალაქში ელექტროავტობუსების შემოყვანაზე, აგერ უკვე ერთი წელია, საზოგადოების მსჯელობის საგანია. თბილისელების ნაწილი ქალაქის თავის გადაწყვეტილებას იწონებს და ამორტიზებული „ბოგდანების“ ნაცვლად, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის იდეას ეთანხმება. ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის სოციალური პრობლემების ფონზე ძვირადღირებული ელექტროავტობუსების ყიდვა გაუმართლებელია. მძღოლთა ასოციაცია „ტასატის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ კაჭკაჭური MediaCity -თან საუბარში აცხადებს, რომ იდეის განხორციელების შემთხვევაში ელექტროავტობუსები მათი შეძენისთვის გადახდილი თანხის ამოღებას უმოკლეს დროში შეძლებენ.

rinspeed-micromax

„არავისთვის  საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დღეს არსებული მუნიციპალური ტრანპორტიმოძველდა. „ბოგდანებშიჯანჯღარს, სადაც კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა არ არსებობს,ხალხს ფეხით სიარული ურჩევნია. ამდენად, ქალაქის თავის იდეა ნამდვილად მოსაწონია. ესგახლავთ სრულიად უხმაურო ავტობუსები, რომელთა სიჩქარე საათში 100 კილომეტრია, რაცქალაქის პირობებში სრულიად საკმარისია. „ბოგდანითუ დღეში 100-დან 200 ლარამდეღირებულების საწვავს მოიხმარს, ელექტროავტობუსისთვის დღეში 20-დან 40 ლარამდე საწვავისაკმარისი იქნება. ყველას კარგად გახსოვთ, როგორი წინააღმდეგობა გავუწიეთ ქალაქის წინახელისუფლებას ეკოლოგიურად სუფთა ელექტროტრანსპორტისტროლეიბუსების გაუქმებაზე,მაგრამ გადაწყვეტილება ვერ შევაცვლევინეთ. ამიტომაც, ალტერნატიული ელექტროტრანსპორტისშემოყვანას მივესალმები. კარგი იქნება თუ სამარშრუტო მოკროავტობუსებსაცელექტროტრანსპორტი ჩაანაცვლებს – აცხადებს ნიკოლოზ კაჭკაჭურმა.

უფლებადამცველი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისთვის სანქციების გამკაცრების თემასაც ეხება.

2013-rinspeed-micromax-concept-13

„კომპანია თბილისის მიკროავტობუსიმძღოლისგან კონდიციონერების ჩართვას რომ ითხოვს, იმასრატომ არ ამბობენ, რომ თითქმის ყველა კონდიციონერი გაფუჭებულია? შარშან კონდიციონერებსკომპანია აკეთებდა, მაგრამ წელს მძღოლს საკუთარი ფულით უწევს შეკეთება. წარმოიდგინეთ,კონდიციონერის შეკეთებაში 120-150 ლარს რომ გადაიხდი და სამ დღეში გაგიფუჭდება. მერე ისევშეაკეთებ და ასე უსასრულოდ. კომპანიას მოჰყავს ისეთი უპასუხისმგებლო და უვიცი ხელოსნები, რომშეკეთებული კონდიციონერი რამდენიმე დღეში ისევ ფუჭდება. მძღოლები ვიღაცის ბიზნესისაყვავებისთვის მუშაობენ. დარწმუნებლი ვარ, რომ კომპანიის წარმომადგენლები სარემონტოფირმებთან წილში სხედან“. ვითომ აკეთებენ ამ კონდიციონერებს და არც აკეთებენ. გინდადააჯარიმე და გინდა სამსახურიდან გაუშვი, ცუდად გაკეთებულ კონდიციონერს მაინც არაფერიეშველება და ეს პრობლემა კიდევ კარგა ხანს გვექნება – აღშფოთებულია უფლედამცველი.

8556

ინფორმაციის გადასამოწმებლად, MediaCity კომპანია   „თბილისის მიკროავტობუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ნინო პოტრჟებსკაიას დაუკავშირდა, რომელმაც შემდეგი კომენტარი გაგვიკეთა:

შეიძლება სადმე ერთეული გამონაკლისი არსებობს, მაგრამ ძირითადად, სამარშრუტო ტაქსისკონდიციონერისთვის წელიწადში ერთხელ შეკეთება საკმარისია და მძღოლების და მათიუფლებადამცველების ბრალდებებს ვერ მივიღებთ. კომპანიის მხრიდან ხელოსნებთან წილებშიჩაჯდომაზესაუბარიც ზედმეტია, ვინაიდან მსგავსი არაფერი ხდება – განმარტა ნინო პოტრჟებსკაიამ.

წყარო: mediacity

Share