Home » ეკონომიკა » თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი “თბილისის ზღვის პლაზა” გაიხსნება
თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" გაიხსნება

თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი “თბილისის ზღვის პლაზა” გაიხსნება

”თბილისის ზღვის პალაზა” მთელ კავკასიაში საცალო და საბითუმო ვაჭრობის ცენტრი გახდება “ჰუალინგ ჯგუფი” თბილისში ახალ სავაჭრო ცენტრს “თბილისის ზღვის პლაზა” გახსნის. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ცენტრი მთელ კავკასიაში საცალო და საბითუმო ვაჭრობის ცენტრი გახდება. 

 როგორც ”ჰუალინგ ჯგუფის” წარმომადგენელმა თათია სიორიძე აცხადებს, ახალი კონცეფციის მქონე, უდიდესი სავაჭრო პლაზა 2016 წლის დეკემბრისთვის გაიხსნება.

”ეს არის ახალი კონცეფციის უდიდესი სავაჭრო პლაზა მთელ საქართველოში. იგი მოიცავს როგორც ძირითად შენობას, რომელიც არის ნახევარი კმ-ის სიგრძის და 120 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის, ასევე, მის უკან მდებარე ერთსართულიან შენობებს, რომლებიც უკვე ფუნქციონირებს. ე.წ. პავილიონებს, რომელთა 85 % უკვე დატვირთულია და მუშაობს. რაც შეეხება ძირითად შენობას, ის დატვირთულია, დაახლოებით, 30% – ით. ვვარაუდობთ, რომ დეკემბრისთვის 70% დაიტვირთება და პლაზას გავხსნით”, – აღნიშნა თათია სიორიძემ. 

მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრი ე.წ. ერთი გაჩერების პრინციპის იქნება და მომხმარებელს საშუალებას მისცემს შეიძინოს ყველანაირი სახის პროდუქცია.

პროექტს მთლიანად ”ჰუალინგ ჯგუფი” ახორციელებს.

Share