Home » საზოგადოება » თბილისის ზღვაზე ახალი სტადიონი აშენდება
თბილისის ზღვაზე ახალი სტადიონი აშენდება

თბილისის ზღვაზე ახალი სტადიონი აშენდება

თბილისის ზღვის სანაპიროდან ზუსტად 700 მეტრში დაიწყება დარიალი თბილისის სტადიონის მშენებლობა, რომელიც საქართველოში მაყურებლის ტევადობით დინამო არენის შემდეგ მეორე ადგილზე იქნება სიდიდით, სტადიონის პროექტირების საწყისი ღირებულება 950 000 ლარია.

უეფას და ფიფას სტანდარტების სტადიონი 45 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სტადიონი განთავსდება თბილისის ზღვაზე რომლიც უეფას სრული მონაცემების სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მთავარი არენა 11,4 ჰექტარ მიწაზე იქნება განთავსებული, არენის შიდა მდებარე ადგილზე განთავსდება ყველაზე დიდი ავტო პარკინგი, გარშემო გაშენდება ბულვარი, მოეწყობა პლიაჟი. ასევე მთავარი არენის გვერდით იქნება სათადარიგო მოედანიც.

სტადიონის გარშემო ასევე მოხდება განაშენიანება, სადაც ჩაიდგემბა რამოდენიმე ათეული კორპუსი alpha development-ის თანამშრომლობით. Fc Daryal Tbilisi ემიჯნება დარიალის ხეობას რომელიც საქართველოს მაღალ წერტილში მდებარეობს რის შემდგომაც აქედან წარმოიშვა სახელის დარქმევა. მშენებლობა წლის მიწურულს დეკემბრისკენ დაიწყება და სავარაუდოდ 2017 წლის იანვარში დასრულდება. პროექტის მიხედვით სტადიონის ტერიტორიაზე სპორტული ტერიტორია, ფრენბურთის მოედანი, სარეკრეაციო ტერიტორია, რესტორნები, მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები და საინფორმაციო ცენტრები მოეწყობა.

სტადიონზე ასევე VIP ადგილები, მედიის სამუშაო ადგილები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები განთავსდება. სტადიონის ავტოსადგომი 3000 მანქანას დაიტევს. სტადიონს მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება და სპორტული ღონისძიებების გარდა კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა იქნება შესაძლებელი. დარიალი თბილისი წინასწარ იწვებს ასაკობრივი ბიჭების მიღებას 17დან 22 წლამდე მსურველებმა მოგვწერეთ პირადში. და რაც მთავარია ჯერ ამაზე ცოტა ნაადრევია ჩვენგან საუბარი მაგრამ დარიალი თბილისის მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში იქნება დამკვიდრება!

წყარო: geopressnews

Share