Home » ბიზნესი » თბილისის შემდეგ, ტექნოლოგიური პარკი ზუგდიდში გაიხსნება
თბილისის შემდეგ, ტექნოლოგიური პარკი ზუგდიდში გაიხსნება

თბილისის შემდეგ, ტექნოლოგიური პარკი ზუგდიდში გაიხსნება

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკის გახსნა დაანონსა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის შემდეგ ტექნოლოგიური პარკი ზუგდიდში გაიხსნება, რომელსაც ზუგდიდში მდებარე სამთავრობო რეზიდენცია დაეთმობა.

კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს იქნება ადგილი, სადაც ახალგაზრდები საკუთარი ინოვაციური იდეებითაც მივლენ და დაფინანსების მოპოვებას შეძლებენ.

„ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით დამწყებ ბიზნესს, წავახალისებთ და დავაფინანსებთ ახალ იდეებს, რაც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს სამეწარმეო სულისკვეთების გაჩენას და, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე და ხალხის კეთილდღეობაზე აუცილებლად აისახება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მაგალითისთვის პრემიერმა მოსახლეობას ზუგდიდელი, 21 წლის ნემო ჯალაღონიას ისტორია გააცნო, რომელმაც ხის ნაკეთობების დასამზადებლად საჭირო საამქროსთვის სახელმწიფოსგან დაფინანსება მიიღო და ახლა საკუთარი, მცირე ბიზნესი აქვს.

Share