Home » ახალი ამბები » თბილისის მიკროავტობუსებში FREE WiFi-ით უკვე 200-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
თბილისის მიკროავტობუსებში FREE WiFi-ით უკვე 200-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

თბილისის მიკროავტობუსებში FREE WiFi-ით უკვე 200-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

თბილისის მიკროავტობუსებში FREE WiFi-ით უკვე 200-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა. როგორც “თბილისის მიკროავტობუსიდან” აცნობეს, უკვე ერთი კვირაა რამდენიმე მიკროავტობუსში სატესტო რეჟიმში გაშვებულია უფასო WiFi. ამ პროექტს კომპანია WiFisher-ი “თბილისის მიკროავტობუსის” მხარდაჭერით ახორციელებს.

,,თბილისის მიკროავტობუსი” მიესალმება და ითანამშრომლებს ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ინოვაციების დანერგვას.

უფასო WiFi სისტემა ჯერჯერობით ხელმისაწვდომია 2 ნომრის სამარშუტო ტაქსებში და მისი შემჩნევა შესაძლებელია სპეციალური სტიკერით – FREE WiFi.

კომპანია WiFisher-ი გეგმავს პერიოდულად გაზარდოს უფასო ინტერნეტით აღჭურვილი სამარშუტო ტაქსების რაოდენობა.

მათივე ინფორმაციით, სტატისტიკაზე დაყრდნობით, ერთი კვირის მანძილზე WiFi 200-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოიყენა.

“კომპანია WiFisher-ი ქმნის ინოვაციურ სარეკლამო არხს, რაც გულისხმობს WiFi ქსელში რეკლამის განთავსებას. თითოეული მომხმარებელი, რომელსაც სურს გამოიყენოს ინტერნეტი, მის მისაღებად ხედავს წინასწარ დამუშავებულ კონკრეტული კომპანიის ვიზუალს – იქნება ეს სტატიკური ბანერი, მოძრავი სურათი (GIF), ვიდეო თუ სხვ კომპანიებისთვის ეს პროდუქტი არის კიდევ ერთი საშუალება გაზარდონ საკუთარი პოპულარობა და მომხმარებელთა რაოდენობა”, – აცხადებენ კომპანიაში.

წყარო: ipn.ge

Share