Home » საზოგადოება » თბილისის მეტრო მუშაობას 14:00 საათიდან განაახლებს
თბილისის მეტრო მუშაობას 14:00 საათიდან განაახლებს

თბილისის მეტრო მუშაობას 14:00 საათიდან განაახლებს

მეტროპოლიტენის მემანქანეების ინფორმაციით, მეტროსადგურები დღეს, 14:00 საათიდან განაახლებენ მუშაობას. ეს გადაწყვეტილება მემანქანეებმა შიდა კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

როგორც “ერთობა 2013”-ის ხელმძღვანელმა, რატი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმება მიღწეულია, მეტროპოლიტენი დღეს, 14:00 საათიდან ამუშავდება. მისივე თქმით, გაიმართება შეხვედრები და ეტაპობრივად მოხდება პრობლემის მოგვარება.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო, ორშაბათიდან ამ დრომდე ყველა მეტროსადგური დაკეტილია. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება უფასოა.

მემანქანეები კვირას გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ.

Share