Home » საზოგადოება » თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება
თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის მოასამზადებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 15 თვეა განსაზღვრული. საპროექტო სამუშაოებს “აზიის განვითარების ბანკი” რამდენიმე მილიონი ლარით დააფინანსებს.

”თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა განტვირთავს ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისაგან და მნიშნვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადამზიდავებისთვის, ასევე თბილისი მოქალაქეებისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Share