Home » საზოგადოება » ტაქსით მგზავრობისას დაწესებული ორზე მეტი პირის გადაადგილების აკრძალვა მოიხსნა

ტაქსით მგზავრობისას დაწესებული ორზე მეტი პირის გადაადგილების აკრძალვა მოიხსნა

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, ტაქსით მგზავრობისას დაწესებული ორზე მეტი პირის გადაადგილების აკრძალვა მოიხსნა.

შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილებაში შევიდა.

ამასთან, ცვლილების მიხედვით, ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას როგორც მძღოლი, ისე მგზავრები აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით.

გარდა ამისა, დადგენილების მიხედვით, საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე.

Share