Home » ბიზნესი » ტაქსებში მოწევა შესაძლოა აიკრძალოს

ტაქსებში მოწევა შესაძლოა აიკრძალოს

თამბაქოს კონტროლის ალიანსი პარლამენტს ტაქსებში მოწევის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს.

ალიანსის თქმით, სავარაუდოდ დაისმება საკითხი, მსუბუქ ავტომობილში ბავშვებთან ერთად მგზავრობისას მოწევის აკრძალვის შესახებაც.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებით, მოსახლეობის 90%-მდე თანახმაა ტაქსებში მოწევა აიკრძალოს. ხალხი ირჩევს  თამბაქოსგან თავისუფალ სივრცეს.

მთავრობაც უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესს და კონსტიტუციურ უფლებას, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და ხელს არ უნდა უწყობდეს მომაკვდინებელი პროდუქციის მწარმოებლების, თამბაქოს ინდუსტრიის „ნათელ მომავალს”, რაც უკვე არაერთხელ გვითქვამს“,- აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტი თამბაქოსგან თავისუფალი ეროვნული დღეა, რაც საქართველოში უკვე 20 წელზე მეტია, აღინიშნება.

Share