Home » ფინანსები » თანხის ოდენობა, რომელსაც ყოველთვიურად გადაიხდის მსესხებელი შემოსავლის მიხედვით
თანხის ოდენობა, რომელსაც ყოველთვიურად გადაიხდის მსესხებელი შემოსავლის მიხედვით

თანხის ოდენობა, რომელსაც ყოველთვიურად გადაიხდის მსესხებელი შემოსავლის მიხედვით

2018 წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შევა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც ქვეყანაში სესხების გაცემას დამატებით შეზღუდვებს დაუწესებს.

ცვლილებათა პაკეტის ნაწილია შემოსავლების ჯგუფების მიხედვით, სესხის ყოველთვიური მომსახურების ტვირთის ლიმიტების განსაზღვრა. ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია 6 საშემოსავლო საფეხური. წარმოდგენილია კოეფიციენტები არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის.

6 საშემოსავლო საფეხური, ეროვნული ბანკის მიხედვით ასე გამოიყურება:

თვეში 1000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 200 ლარამდე;

თვეში 1000 -3000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 600 ლარამდე;

თვეში 3000-5000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 1000 ლარამდე;

თვეში 5000-7000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 25%, ანუ 1,750 ლარამდე;

თვეში 7000-10000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 30%, ანუ 3000 ლარამდე;

თვეში 10000 ლარზე მეტი – ბანკი თავისი შიდა პოლიტიკის მიხედვით ადგენს სესხსა და პირის შემოსავალს შორის ბალანსს.

Share