Home » საზოგადოება » თამბაქოს მოხმარების კანონის დარღვევისთვის 12 ფიზიკური და 13 იურიდიული პირი დაჯარიმდა
თამბაქოს მოხმარების კანონის დარღვევისთვის 12 ფიზიკური და 13 იურიდიული პირი დაჯარიმდა

თამბაქოს მოხმარების კანონის დარღვევისთვის 12 ფიზიკური და 13 იურიდიული პირი დაჯარიმდა

1-ელი მაისიდან 8 მაისის ჩათვლით თამბაქოს მოხმარების კანონის დარღვევისთვის 12 ფიზიკური და 13 იურიდიული პირი დაჯარიმდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შესახებ სულ 46 შეტყობინება შევიდა.

„1-ელი მაისიდან 8 მაისამდე საქართველოს მასშტაბით თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის სულ 46 შეტყობინება შემოვიდა. კანონის დარღვევისთვის დაჯარიმდა 12 ფიზიკური პირი და 13 იურიდიული პირი. საპატრულო პოლიციამ თითოეულ შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირების ოქმი გამოსცა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

Share