Home » მსოფლიო » ტაივანურმა ბანკმა სამსახურში რობოტები დაიქირავა
ტაივანურმა ბანკმა სამსახურში რობოტები დაიქირავა

ტაივანურმა ბანკმა სამსახურში რობოტები დაიქირავა

ადამიანის მსგავსმა რობოტმა, სახელად Pepper-ი, ოფიციალურად დაიწყო მუშაობა ტაივანურ First Commercial Bank-ში.
ტესტირება მარტივი ოპერაციების შესრულებაზე ივნისში დაიწყო, თუმცა კლიენტებთან რობოტს არ უშვებდნენ. ახლა კი Pepper-ი, ხალხში გაიყვანეს: მას კლიენტების გართობა ანდეს, ხოლო ფულის გადარიცხვასთან ჯერ კიდევ არ უშვებენ.
Pepper-ი, იაპონურ SoftBank -ს ეკუთვნის და ტაივანურმა ბანკმა სულ 20 რობოტი დაიქირავა. მექანიკური დამხმარეების გაყიდვებით და მომსახურებით დაკავებული კომპანია Perobot-ი, რობოტებს იჯარით 2 წლის ვადით გასცემს და თვიური საიჯარო ქირა $836-ია. საშუალო ხელფასი კი ტაივანში 45 ათასი ტაივანური დოლარი, ანუ $1490.

 

Share