Home » Tag Archives: ზურაბ ჯავახიშვილი

Tag Archives: ზურაბ ჯავახიშვილი

წყარო უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრიდან – თეა გოდოლაძე იტყუება

თეა გოდოლაძის ტყუილებს წერტილი დაესვა. წლების განმავლობაში მიწისძვრებზე ინფორმაციის დამალვა და მიზეზად საერთაშორისო პარტნიორების ხელშეკრულებებზე აპელირება, სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორს აღარ გამოუვა. უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრთან დაახლოებულ პირს მივმართეთ რამდენიმე კითხვით, რათა თეა გოდოლაძის განცხადებების სისწორე გადაგვემოწმებინა. მკითხველს შევახსენებთ, რომ მეცნიერებისთვის მიწისძვრებზე ინფორმაციის მიწოდების უარის საბაბად, თეა გოდოლაძე ყველა განცხადებაში, შეპასუხებასა და ინტერვიუში საერთაშორისო პარტნიორებთან დადებულ ხელშეკრულებას ასახელებდა. კერძოდ კი, ...

Read More »

თეა გოდოლაძის სეისმური მონიტორინგის ცენტრი საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურაა – ახალგაზრდა ადვოკატები

„თეა გოდოლაძის სეისმური მონიტორინგის ცენტრი საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურაა. ის კომუნიკაციის ყველა ეტაპზე ცდილობს თავი აარიდოს ჩვენს მიერ დასმულ კონკრეტულ მნიშვნელოვან კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს და ამ გზით კვლავ ჩრდილში დატოვოს მისდამი დაქვემდებარებული ცენტრის, როგორც სამეცნიერო, ისე ფინანსური საქმიანობის დეტალები“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბარში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იკვეთება, რომ თეა გოდოლაძე საავტორო უფლებებზე აპელირებით ...

Read More »

სად გააქრო თეა გოდოლაძემ 7 000 000 ( შვიდი მილიონი) ლარი

ერთი ადამიანი მაოცებდა ბავშვობაში – დევიდ კოპერფილდი, რომელიც ილუზიისა და დამაჯერებელ ტყუილზე აგებული ფოკუსების ფოიერვერკით გამოირჩეოდა. რაც სპუტნიკა თეას, იგივე დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის საქმიანობით დავინტერესდი, დევიდ კოპერფილდის მოღვაწეობა საბავშვო და სამოყვარულო გართობად მომეჩვენა – ილუზიონისტი და ფოკუსნიკები თუ ყოფილან, ესენი ყოფილან – თეა გოდოლაძე და მისი უშუალო და ბოსების ბოსი ზურაბ ჯავახიშვილი.  (ეს ...

Read More »

რატომ შეარქვეს ილიაუნიში თეა გოდოლაძეს „სპუტნიკა თეა“

საერთოდ, მეტსახელების შერქმევის პრაქტიკას შინაგანად ვეწინააღმდეგები. არ არის ეს კარგი და მოსაწონი პრაქტიკა, ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ისეც ხშირად ხდება ხოლმე, რომ შერქმეული მეტსახელი ორგანულად ესისხლხორცება სუბიექტს და ისეთი განცდა ჩნდება, რომ ამ მეტსახელით დაიბადა და გაიზარდა, ისწავლა და იმუშავა და თუ გინდა ძალიან ხმამაღლადაც შევძახოთ – იმოღვაწევა კიდეც. აი, რაღაც ასეთი განცდა გამიჩნდა, როცა თავის დროზე, დაახლოებით ერთი თვის ...

Read More »

ილიაუნის პროფესორი თეა გოდოლაძე ჟურნალისტების ბულინგში ამხილეს

გასულ კვირას, საინფორმაციო სააგენტო აიპრესმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია სათაურით – თეა გოდოლაძის შეურაცხმყოფელი და ბულინგის შემცველი განცხადებები ჟურნალისტების მიმართ – რატომ არ აქვს პასუხი ილიაუნის რექტორს გიგა ზედანიას? ამ მასალით და მასში მოტანილი ფაქტებით, სადაც გოდოლაძე სოც-ქსელში კონკრეტული ჟურნალისტების ბულინგითაა დაკავებული, სააგენტომ, პრაქტიკულად, პასუხი გასცა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორის სარჩელს, რომლითაც ამ უკანასკნელმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. გოდოლაძე აცხადებს, რომ “აიპრესში” ...

Read More »

უტეხავდა თუ არა ფულს თეა გოდოლაძე ილიაუნის

მათთვის, ვინც ჩემს ბლოგებს ეცნობა, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის უჩვეულო პროფესიული ზნე და ხასიათი უცხო აღარ იქნება. ახლა იმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაც მენიშნა და რაც შესაძლოა იყოს ის, რის გამოც ადამიანები არა მარტო თანამდებობებსა და პოზიციებს ემშვიდობებიან, არამედ უფრო თვალსაჩინო პასუხისმგებლობასაც ვეღარ გაურბიან. რაზე ვსაუბრობ – ვიცით, რომ 2007 წლიდან მოყოლებული, ...

Read More »

თეა გოდოლაძის ცენტრი მაგნიტუდა 3-ის ქვემოთ მონაცემს არც საგანგებო სიტუაციების სამსახურს აწვდის, რაც შეგნებული მავნებლობაა – „ახალგაზრდა ადვოკატები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, მაგნიტუდა 3-ის ქვემოთ მონაცემებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ აწვდის, რაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მოვალეობის შესრულებაზე, ცენტრის მხრიდან შეგნებული მავნებლობაა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურთან წარმოებული კომუნიკაციის შედეგად დგინდება, რომ სახელმწიფო ...

Read More »

კახი კალაძემ თეა გოდოლაძეს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა

„დამოუკიდებელ სპეციალისტებს ვერ დავარქმევდი ამ ადამიანებს. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პოლიტიკური სპეკულაციებში იყვნენ სამწუხაროდ. თქვენ გახსოვთ ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა პირველივე დღიდან. სამწუხაროა, რომ როდესაც ასეთი პრობლემები ხდება ქალაქში, ჩნდებიან ამ ტიპის და ამდაგვარი ადამიანები“, – ამის შესახებ თბილისი მერმა, კახი კალაძემ მაჭავარიანის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის გახსნისას მედიასთან საუბარში განაცხადა. მერი, პირველ რიგში, გულისხმობდა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ...

Read More »

თეა გოდოლაძის უწყებას, ბოლო წლებში, 16 ჰესისთვის აქვს მომსახურება გაწეული

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოცემული განახლებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციას ბოლო წლებში 16 ჰიდროელექტროსადგურისთვის აქვს გაწეული კომერციული მომსახურება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სეისმური საშიშროებების ანალიზი, სეისმური პროფილირება, კომპლექსური გეოფიზიკური და სეისმური კვლევა, სეისმური რისკების ანალიზი და სხვა. გთავაზობთ იმ ჰესების ჩამონათვალს, რომელთაც თეა გოდოლაძის უწყება მოემსახურა: ბახვის წყლის სედიმენტაციის შესწავლა ონის ჰესის კასკადის საპროექტო უბნის სესმური ...

Read More »

#არაიმჰესებს, სადაც თეა გოდოლაძის ინტერესები დაკონტრაქტებული არ არის

13 აგვისტოს ვწერდი, იმდენად საინტერესო და აზარტული გახდა თეა გოდოლაძის მოძრაობები, მათ შორის, მედია-მოძრაობები (ერთადერთი ჩინოვნიკია, ვისაც რუსეთის სახელმწიფოს მედია-რესურსის – „სპუტნიკის“ მედია-ცენტრში აქვს გამართული პრესკონფერენცია), რომ მასზე დაკვირვებას მომავალშიც ხალისით განვაგრძობ მეთქი. ჰოდა, ასეც მოვიქეცი. დავაკვირდი, არც ბევრი დრო დამითმია მაინცადამაინც, ზედაპირზეა ყველაფერი, პირდაპირ დევს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. უბრალოდ, სხვა თვალით, სხვა ...

Read More »