Home » Tag Archives: წყალმომარაგება

Tag Archives: წყალმომარაგება

2021 წლისთვის საქართველოში ნახევარ მილიონ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა მოეხსნება

2021 წლისთვის საქართველოში ნახევარ მილიონ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა მოეხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2021 წლისთვის საქართველოში ნახევარ მილიონ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა მოეხსნება. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაწყებულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება. “ჩვენ ვაგრძელებთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც საჭირბოროტოა ჩვენი ქვეყნის ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. ეს არის წყალმომარაგება. ამჯერად საუბარია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტზე. ...

Read More »

28 დეკემბერს სემეკი წყალმომარაგების ტარიფებს დაადგენს

სემეკმა წყალმომარაგების ტარიფები დაადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) 28 დეკემბრის საჯარო სხდომაზე წყალმომარაგების ტარიფების საკითხებზე იმსჯელებს. 2018-2020 წლებისთვის წყალმომარაგების ტარიფები დაუდგინდება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „რუსთავის წყალს“ და შპს „მცხეთის წყალს“. სემეკში საჯარო სხდომა დაიწყება 12:00 საათზე და დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

Read More »

დღეიდან თბილისის 4 რაიონს ალტერნატიული წყალმომარაგება ექნება

დღეიდან თბილისის 4 რაიონს ალტერნატიული წყალმომარაგება ექნება

კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ვაკე-საბურთალოს და მთაწმინდა-კრწანისის რაიონების მოსახლეობის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, საგურამოს სათავე ნაგებობიდან, ალტერანტიული კვების წყარო მოაწყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, წიწამურში, ქალაქ თბილისის მე-6 მკვებავი მაგისტრალური ქსელის 0.5კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად განახლდა. კომპანიის ცნობით, აღნიშნულ პროექტში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ”ვაკე-საბურთალოს და მთაწმინდა-კრწანისის რაიონების ალტერნატიული წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანიის ...

Read More »

სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიები მომხმარებლებს ფულად კომპენსაციას გადაუხდიან

სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიები მომხმარებლებს ფულად კომპენსაციას გადაუხდიან

ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი რეგულაციები ამოქმედდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის მიერ მიღებული წესების შესაბამისად, განისაზღვრა კომპანიების მიერ ცხელ ხაზზე პასუხის გაცემის დრო, გეგმური და არაგეგმური წყვეტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის ვადები, მომსახურების ხარისხის სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელთა სასარგებლოდ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა. კომისიის ახალი რეგულაციით ...

Read More »

ზესტაფონის მოსახლეობა წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს

ზესტაფონის მოსახლეობა წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ  ქალაქ ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.პროექტს, ევროპის საინვესტიციო  ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და  მისი ღირებულება 4 822 313.24 ლარია. ქალაქ ზესტაფონში, ამჟამად  მოსახლეობას წყალი დღეღამეში 6-9 საათიანი გრაფიკითმიეწოდება. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, წყლისმიწოდების გრაფიკი 1600 ოჯახს გაუუმჯობესდება.  პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყლის მილების ახალი სისტემა (45 ...

Read More »

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი: 2016 წელი იქნება სასმელი წყლით მომარაგების გადაჭრის წელი

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი: 2016 წელი იქნება სასმელი წყლით მომარაგების გადაჭრის წელი

„ეს იქნება საუკუნის პროექტი“ – ასე უპასუხა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ტელეკომპანია „თრიელეთის“ გადაცემაში „განსხვავებული აზრი“ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ თუ რა ბედი ეწია ატენში 2 000 000 ლარიან პროექტს, რომელიც დაპირისპირების მიზეზი გახდა სამთავრობო უწყებებს შორის. დავით ონიაშვილმა განმარტა, რომ სულ მალე ატენს 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება. „ატენში დაწყებულია საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები. ეს იქნება საუკუნის პროექტი. დღეს არსებული ...

Read More »

სემეკმა მოქალაქეებს 185 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს 185 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში სამი საჯარო სხდომა გამართა, სადაც, ძირითადად, მოქალაქეებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიებს შორის არსებულ დავებზე იმსჯელა. მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობასთან დაკავშირებით. სხდომაზე განსახილველად საკითხები წარადგინეს კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა. კომპანიების მიერ ...

Read More »