Home » Tag Archives: წარმოება

Tag Archives: წარმოება

ჩინურმა ავტომწარმოებლებმა ანტივირუსული ფუნქციებით აღჭურვილი ავტომობილების შექმნაზე დაიწყეს მუშაობა

ჩინურმა ავტომწარმოებლებმა ანტივირუსული ფუნქციებით აღჭურვილი ავტომობილების შექმნაზე მუშაობა დაიწყეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ახალი მოდელები უზრუნველყოფენ იგივე დონის დაცვას ავტომობილის შიგნით, როგორც ეს სახის დამცავი ნიღბის ტარების დროს ხდება. ანტივირუსული ფუნქციების მქონე ავტომობილების შექმნა პირველად კომპანია „გილიმ“ დაიწყო. კომპანიის „ჯანმრთელი ავტომობილის პროექტი“ მიზნად ისახავს შეაჩეროს მცირე ნაწილაკების მოხვედრა ავტომობილში, რაც მძღოლების და მგზავრების მავნე ნივთიერებებისგან პოტენციურ დაცვას უზრუნველყოფს. კომპანია „გილი“ ასევე ქმნის ანტიმიკრობულ მასალებს, ...

Read More »

შეუძლებელია გაჭირვება დაძლიო, მაშინ როდესაც თითქმის არაფერს აწარმოებ

Unicef-ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, შინამეურნეობების თითქმის 23 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ასევე ზრდა ფიქსირდება ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების, ეს ციფრი 2016-2018 წელს, 26%-დან 31 %-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ადგილობრივ სტატისტიკას, არც საქსტატის მონაცემები გამოიყურება ომპიმისტურად. კერძოდ, თუ უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსხლეობის რაოდენობა 2010 წლიდან 2013 წლამდე უმჯობესდებოდა და ასეთი ადამიანების რიცხვი 32.7%-დან 20 %-მდე შემცირდა. თითქმის ...

Read More »

დონალდ ტრამპმა Apple-ის წარმოება აშშ-ში დააბრუნა

დონალდ ტრამპმა Apple-ის წარმოება აშშ-ში დააბრუნა

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კომპანია Apple ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს აშშ-ში. Apple-ის დირექტორის, ტიმ კუკის განცხადებით, იგი გეგმავს აშშ-ში სამი ახალი ქარხანა ააშენოს. კომპანიის დირექტორს ქარხნის მშენებლობის დაწყების შესახებ პირველად აშშ-ის პრეზიდენტმა დაურეკა. „მე არ მივიჩნევდი ჩემს მოღვაწეობას წარმატებულად, თუკი Apple-ი ამერიკაში თავის ქარხნებს არ ააშენებდა“, – ამბობს დონალდ ტრამპი. ამ ეტაპზე Apple-ი აშშ-ში მხოლოდ Mac Pro-ს აწარმოებს. სხვა შემთხვევეში ...

Read More »

90-იანი წლების ეკონომიკა – ჩაბნელებული ქვეყანა, გაუფასურებული ფული, ჯართად ქცეული წარმოება

90-იანი წლების ეკონომიკა - ჩაბნელებული ქვეყანა, გაუფასურებული ფული, ჯართად ქცეული წარმოება

1991 წლის აპრილში საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა ქვეყანა ეკონომიკურად კვლავ რუსეთთან იყო მიჯაჭვული –  არ გვქონდა საკუთარი ეროვნული ვალუტა, პროდუქტის დიდი ნაწილი, ასევე ნედლეული რუსეთიდან და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან შემოგვქონდა, სათადარიგო ნაწილების, ბენზინისა და საწვავის მისაღებად წარმოება მთლიანად დამოკიდებული იყო სხვა რესპუბლიკებზე.  1989 წელს მოხმარებული ელექტროენერგიის 25% შემოტანილი იყო, ისევე როგორც ბუნებრივი აირი და თხევადი საწვავი. იმპორტირებული იყო რძის ...

Read More »

Apple iPhone-ის წარმოებას ჩინეთიდან ამერიკაში დააბრუნებს

Apple iPhone-ის წარმოებას ჩინეთიდან ამერიკაში დააბრუნებს

Apple, iPhone-ების წარმოების ჩინეთიდან აშშ-ში გადატანის საკითხს განიხილავს, -აცხადებენ წყაროები. მათი ინფორმაციით, Apple-მა წარმოების გადატანის შესაძლებლობის განხილვის თხოვნით კომპანიებს, Foxconn-ს და Pegatron-ს მიმართა, რომლებიც iPhone-ის აწყობით არიან დაკავებული. Foxconn-ი დათანხმდა ამ გეგმის განხილვას, ხოლო Pegatron-მა მაშინვე უარი თქვა ამ იდეაზე, ხარჯების მკვეთრად გაზრდის მოტივით. კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, Foxconn-საც არარეალისტურად მიაჩნია წარმოების ამერიკაში გადატანა, ვინაიდან ამ შემთხვევაში დანარაჯები ორ ჯერზე ...

Read More »

ქართულმა კომპანიებმა საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია შექმნეს

ქართულმა კომპანიებმა საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია შექმნეს

ქართულმა კომპანიებმა საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია შექმნეს. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან სილაგავა აცხადებს, რომ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია ოფიციალურად საქმიანობას რამდენიმე დღეში შეუდგება. ლევან სილაგავას თქმით, გამოიკვეთა, რომ თითქმის ყველა დარგს აქვს დაახლოებით ერთი და იგივე პრობლემა – ეს არის ადგილობრივი მწარმოებლების დაცვა არასამართლიანი იმპორტისაგან. მისი თქმით, ფედერაციის შექმნის მთავარი მიზანით არის ის, რომ სწორი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბებით ადგილობრივი წარმოება განვითარდეს ...

Read More »

2015 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა

2015 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 31 691,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 8,7 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მთლიანი შიდაპროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2,8პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 5,8პროცენტით. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში უდიდესი წილი უკავია ვაჭრობის (16,6 პროცენტი) და მრეწველობის (16,5პროცენტი) სექტორებს. შემდეგ პოზიციებს იკავებენ: ტრანსპორტიდა კავშირგაბმულობა (10,7 პროცენტი), ...

Read More »

შოკოლადის მწარმოებელი მსოფლიოს უდიდესი კომპანიები

შოკოლადის მწარმოებელი მსოფლიოს უდიდესი კომპანიები

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 2015 წლის უმსხვილესი შოკოლადის მწარმოებელ კომპანიათა ტოპ-ათეულს, რომელშიც, როგორც მოსალოდნელი იყო, ლიდერობენ ამერიკული გიგანტები, როგორებიცაა “მარსი” და “ჰერშისი”. ათეულში სამი ამერიკული კორპორაცია, ორი შვეიცარიული, ორი იაპონური, თითო არგენტინული, თურქული და იტალიური კომპანიები მოხვდა. 1. როგორც მოსალოდნელი იყო, წმინდა გაყიდვების მაჩვენებლით სიის სათავეში მოხვდა ამერიკულიMars, Inc, რომლის ბრენდებს შორის არის ისეთი პოპულარული შოკოლადები, როგორიცაა: ბაუნტი, დავი, სნიკერსი, მილკი-ვეი, ტვიქსი, ...

Read More »

“ირანი ძალიან პერსპექტიულია საქართველოსთვის”

"ირანი ძალიან პერსპექტიულია საქართველოსთვის"

რაკი ირანს სანქციები უკვე მოეხსნა და არა მხოლოდ საომარ მარაქაში გაერია ახლო აღმოსავლეთში, არამედ ეკონომიკურ გარღვევასაც გეგმავს მსოფლიო ბაზარზე, ჩვენ ველით ირანულ ინვესტიციებსაც და მისი სახით სამხრეთ კავკასიაში თურქეთ-რუსეთის გავლენის დამაბალანსებელ ძალას, რომელსაც ჩვენთან საზღვარი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიული პრეტენზიები არ გვემუქრება. უკვე ითქვა, რომ ირანი საქართველოში ჰესების მშენებლობის ინვესტირებითაა დაინტერესებული, თუმცა, სავარაუდოდ, ინტერესი მხოლოდ ამით არ ...

Read More »

აპრილის დასაწყისში ბაზარზე ქართული წარმოების ტელევიზორი გამოჩნდება

აპრილის დასაწყისში ბაზარზე ქართული წარმოების ტელევიზორი გამოჩნდება

ახალი ქართული ტელევიზორის ფასი 180-დან 280-დოლარამდე იქნება. ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართულ-აზერბაიჯანულიკომპანია  „AG Telekom“-ის დირექტორმა მიხეილ ღლონტმა განუცხადა. მისი თქმით, ფასი ჯერჯერობით დოლარში აქვთ განსაზღვრული, თუმცა, პროდუქციის გამოშვების წინ მას ეროვნულ ვალუტაშიც დააფიქსირებენ. 180 დოლარი ეღირება 32-ინჩიანი(81 სმ) ტელევიზორი, 280 დოლარი კი 40-ინჩიანი(101 სმ) ტელევიზორი. მიხეილ ღლონტის ინფორმაციით,  ქართული წარმოების ტელევიზორი ბაზარზე აპრილის პირველ ნახევარში გამოჩნდება. პროდუქცია ქსელურ მარკეტებში განთავსდება, მათ შორის ...

Read More »