Home » Tag Archives: თურქეთი (page 7)

Tag Archives: თურქეთი

პროექტ“Check In Georgia”-ს ფარგლებში თურქეთში პრეზენტაცია მოეწყო

პროექტ“Check In Georgia”-ს ფარგლებში თურქეთში პრეზენტაცია მოეწყო

სტამბოლში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი, გიორგი აფციაური თურქეთის წამყვან ტუროპერატორებს შეხვდნენ და მათ მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი “Check In Georgia” გააცნეს. შეხვედრის მიზანი თურქული ტურისტული ბაზრისთვის საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ ფორმით საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციაა. როგორც შეხვედრაზე ...

Read More »

რუსეთმა ფოთიდან გაგზავნილი ქართულ-თურქული მანდარინის პარტია უკან გამოაბრუნა

რუსეთმა ფოთიდან გაგზავნილი ქართულ-თურქული მანდარინის პარტია უკან გამოაბრუნა

რუსეთმა საქართველოდან მანდარინის დიდი პარტიის შეტანა აღკვეთა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა რაიან ფარუკშინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ 107 ტონა მანდარინიდან დაახლოებით 40 ტონა – თურქული ხილი იყო, რომელზეც რუსეთში სანქციები მოქმედებს. „მანდარინის პარტია საქართველოს ფოთის პორტიდან შემოვიდა. საქონლის გამგზავნად დასახელებულ იყო ქართული ფირმა, ფიტოსანიტარული სერტიფიკატები საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ...

Read More »

თურქეთის მიერ საქართველოს გავლით აზერბაიჯანში ტრანზიტი შეუფერხებლად ხორციელდება

თურქეთის მიერ საქართველოს გავლით აზერბაიჯანში ტრანზიტი შეუფერხებლად ხორციელდება

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თურქეთის მიერ საქართველოს გავლით აზერბაიჯანში ტრანზიტი შესაძლო შეჩერების თაობაზე,  შემოსავლების სამსახურში აბსურდულს უწოდებენ. უწყების განმარტებით, საკითხის ამგვარად დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. როგორც ,,ბიზნესპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არც ერთი ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომობილი არ ფერხდება. ,,შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ვაცხადებთ ოფიციალურად, რომ თურქეთს საქართველოს გავლით ტრანზიტის შეჩერების ...

Read More »

თურქეთი 4,5 G-ზე გადავიდა

თურქეთი 4,5 G-ზე გადავიდა

4,5 G-ის უპირატესობა 4 G-თან შედარებით არის შედარებით ახალი ტექნოლოგიები, მობილური კავშირის და ინფორმაციის გადაცემის სისწრაფე. როგორც თურქეთის ტრანსორტისა და კავშირგამბულობის მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განმარტა, 4,5 G ინტერნეტის სიჩქარეს, არსებულთან შედარებით დააჩქარებს 10-ჯერ.

Read More »

“ჩალიკ ჰოლდინგი“ საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს

"ჩალიკ ჰოლდინგი“ საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს

თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ჩალიკ ჰოლდინგი” და GE Power საქართველოში ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავენ. უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ, “ჩალიკ ჰოლდინგის” თავმჯდომარე აჰმეტ ჩალიკმა და GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტმა რიკარდო კორდობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგური, ქარისა და ჰიდროელექტროსადგურები და გაზსაცავის მშენებლობა, – ეს ის საინვესტიციო პროექტებია, რომელთა განხორციელების ინტერესს კომპანია ...

Read More »

რუსმა ტურისტებმა თურქეთი საქართველოზე გაცვალეს

რუსმა ტურისტებმა თურქეთი საქართველოზე გაცვალეს

საქართველოში ამ ზაფხულში 200 000-დან 300 000-მდე ტურისტი გეგმავს ჩასვლას. რუსმა ტურისტებმა თურქეთი საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაცვალეს. „კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსი ტურისტების რაოდენობა სამივე ქვეყანაში 50%-ით გაიზარდა. რუსეთის ტუროპერატორების განცხადებით, ასევე იმატა ტურისტების დაინტერესებამ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკისა და კრასნოდარის მხარით. „საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დაჯავშნილი ტურების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა. საქართველოში ამ ზაფხულს 200 000-დან 300 000-მდე ტურისტი გეგმავს ჩასვლას“, – ...

Read More »

გერმანიამ თურქეთში დიპლომატიური მისიები დახურა

გერმანიამ თურქეთში დიპლომატიური მისიები დახურა

პოტენციური თავდასხმების საფრთხის გამო, გერმანიამ თურქეთში დიპლომატიური მისიები დროებით დახურა. როგორც გერმანული გამოცემა “დოიჩე ველე” წერს, დაიხურა გერმანიის საელჩო ანკარაში, გერმანიის გენერალური საკონსულო სტამბოლში და ანკარაში მდებარე გერმანული სკოლა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოცემას განუმარტა, რომ არსებობს ინფორმაცია პოტენციური საფრთხეების შესახებ. 15 მარტს ანკარაში გერმანიის საკონსულომ გააფრთხილა თანამოქალაქეები, რომ თურქეთში ახალი ტერაქტების რისკი არსებობს და მათ სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტ ქენან ილდირიმს და აღნიშნული გაერთიანების სხვა წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველო-თურქეთის ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის შესახებ, რომელიც 24-25 თებერვალს თურქეთში შედგა. აღინიშნა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც ორივე ქვეყანა მიიღებს დღეს არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ...

Read More »

ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

2015 წელს მსოფლიო კლიმატმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. გამოყოფილი ნახშირბადის რაოდენობის შესამცირებლად და გლობალური დათბობის შესაჩერბლად დეკემბერში ხელეშეკრულებასაც მოეწერა ხელი. გასულ წელს ცვილებები ენერგოსექტორმაც განიცადა. პირველად ისტორიაში შემუშავდა გლობალური განვითარების გეგმა, რომელიც მხოლოდ ენერგიისთვის იყო განკუთვლნილი. ამ გეგმის განხორციელების შედეგად საიმედო, მდგრადი და თანამედროვე ენერგიის წყაროებზე წვდომაა შესაძლებელი. მიზნის რეალობად ქცევისთვის აუცილებელია უფრო დიდი რაოდენობის მზის, ქარის და გეოთერმული ენერგიის უფრო ...

Read More »

ფრანსუა ოლანდი: “რუსეთ-თურქეთს შორის ომის დაწყების საფრთხე არსებობს”

ფრანსუა ოლანდი: "რუსეთ-თურქეთს შორის ომის დაწყების საფრთხე არსებობს"

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის შეფასებით, რუსეთ-თურქეთს შორის ომის დაწყების საფრთხე არსებობს. როგორც “დოიჩე ველე” იტყობინება, ამის შესახებ ოლანდმა ფრანგულ რადიოსადგურ “ინტერთან” საუბარში განაცხადა. მისი თქმით, მოვლენების ასეთი განვითარების რისკი გაიზარდა, რადგან ანკარა სირიის ომშია ჩართული. “ყველაფერი უნდა გაკეთდეს შესაძლო ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით”, – განაცხადა ოლანდმა. მისი თქმით, აუცილებელია სირიის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება და დაბომბვების შეჩერება.

Read More »