Home » Tag Archives: თურქეთი

Tag Archives: თურქეთი

ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის მოსახლეობა ორ ცეცხლს შუა მოაქცია – ფასების შემცირებას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ

საქართველოსთვისაც გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. ნოემბერში წლიური ინფლაცია მცირედით, 12.5 პროცენტამდე შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი ნოემბრის წლიურ ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტს უტოლდება. ინფლაციის მოსათოკად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენს. ამ გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთზე ...

Read More »

საქართველო ყველაზე ძვირად დენს რუსეთში ყიდულობს – რა უჯდება ქვეყანას ელექტროენერგიის იმპორტი

ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ყოველწლიურად საშუალოდ 65-78 მილიონი დოლარის ელექტროენერგიას ყიდულობს. მთავარი იმპორტიორები მეზობელი ქვეყნები – რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანია. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2021 წლის 9 თვეში დენის იმპორტში საქართველომ 37.113 მლნ დოლარი გადაიხადა. მათ შორის, აზერბაიჯანიდან იმპორტი 23.351 მლნ დოლარი დაგვიჯდა, რუსეთიდან – 7.001 მლნ დოლარი და თურქეთიდან 6.753 მლნ დოლარი. თუ გავითვალისწინებთ შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობას და გადახდილ ...

Read More »

ეროვნული ბანკი – საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირში, რუსეთსა და თურქეთში არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული

ეროვნული ბანკის 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებს, რუსეთსა და თურქეთს საქართველოს მთლიან ექსპორტში 40 პროცენტი უკავია, ხოლო მთლიან საგარეო შემოდინებებში 43 პროცენტი, რაც წინა წლის მონაცემების მსგავსია. თუმცა, ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელთან შედარებით, რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში მცირედით შემცირდა, რაც ძირითადად მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის კლებით იყო გამოწვეული. ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ამავდროულად, გაიზარდა თურქეთისა და ...

Read More »

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 610.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.7 პროცენტს შეადგენს. როგორც საქსტატში განმარტავენ, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.7 პროცენტით გაიზარდა და 1 899.1 მლნ. აშშ ...

Read More »

თურქეთის სასტუმროებში აცრილ ტურისტებზე ფასდაკლებები შემოიღეს

თურქეთის სასტუმროებში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრილი ტურისტებისთვის ფასდაკლება დაიწყო. ამ პრივილეგიით სარგებლობა თავიდან კაბადოკიის რეგიონში დაიწყო და ახლა სხვა რეგიონებშიც გავრცელდა. ამის შესახებ obozrevatel-ი წერს. Turizm Gazetesi-ის ცნობით, კაბადოკიაში აცრილ დამსვენებლებს ეძლევათ 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო კილისში – 50%-ანი ფასდაკლებაა ახალდაქორწინებულთათვის თაფლობის თვეზე. ქალაქ რიზეს სასტუმროებში ვაქცინირებულ ტურისტებს ეძლევათ 10%-იანი ფასდაკლება. ფასდაკლება შემოიღეს ქალაქ ტრაპზონშიც. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 6 სექტემბრიდან თურქეთში ...

Read More »

უდიდესი სარეალიზაციო ბაზრების ათვისების ტემპები დაბალია – როგორია თავისუფალი ვაჭრობის შედეგები საქართველოსთვის

უდიდესი სარეალიზაციო ბაზრების ათვისების ტემპები დაბალია - როგორია თავისუფალი ვაჭრობის შედეგები საქართველოსთვის

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმება ეკონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. მისი საშუალებით ხდება ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრირება სხვა ქვეყნების სამომხმარებლო ბაზრებთან, ფართოვდება პროდუქტისა და სერვისის გასაღების პერსპექტივა. თანამედროვე მსოფლიოში, ქვეყნების უმრავლესობა ისწრაფვის იქეთეკენ, რომ გასაღების ბაზრები გაიფართოონ და რაც შეიძლება დიდ სამომხმარებლო ბაზარზე გავიდნენ, რაც ექსპორტის, შესაბამისად ადგილობრივი წარმოების გაზრდის საშუალებაა. ასევე, ფარდობითი კონკურენტუნარიანობის თეორიის თანახმად, იმპორტით დაუბრკოლებლად შემოიტანონ ის პროდუქცია, რისი ...

Read More »

ერდოღანი – მიუღებელია ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა ანკარას ბირთვული იარაღის ქონა აუკრძალონ

ერდოღანი - მიუღებელია ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა ანკარას ბირთვული იარაღის ქონა აუკრძალონ

„მიუღებელია ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა ანკარას ბირთვული იარაღის ქონა აუკრძალონ,“ – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია გეგმავს თუ არა თურქეთი ბირთვული იარაღის შექმნას. „ზოგიერთ ქვეყანას აქვს ბირთვული ქობინები, არა ერთი და ორი. თუმცა, ჩვენ თურმე არ შეგვიძლია მათი ქონა. ეს მიუღებელია. ჩვენ ისრაელი გვყავს ახლოს, თითქმის მეზობლები ვართ. ისინი სხვა ქვეყნებს აშინებენ ბირთვული იარაღით. ...

Read More »

„ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საკმაოდ მოძველებულია და არავინ ფიქრობს მის მოდერნიზაციაზე”

„ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საკმაოდ მოძველებულია და არავინ ფიქრობს მის მოდერნიზაციაზე”

„პირდაპირ ვამბობ, რომ სახეზე იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, თუმცა მეორე მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა ძალის გადამეტებას და არაპროპორციული ძალის გამოყენებას” ქვეყნაში არსებულ უსაფრთხოების სტრატეგიას და სპეცსამსახურების მუშაობის ეფექტიანობას ქვეყნის სტაბილური განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. საქართველოში განვითარებულმა ბოლო პროცესებმა აშკარად აჩვენა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, „ბანკები და ფინანსები” უსაფრთხოების ...

Read More »

მხოლოდ ერთ თვეში თურქეთში საქართველოს 127 ათასზე მეტი მოქალაქე წავიდა

მხოლოდ ერთ თვეში თურქეთში საქართველოს 127 ათასზე მეტი მოქალაქე წავიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემებს აქვეყნებს, რომელშიც 2019 წლის თებერვლის თვის მაჩვენებლებია ასახული. როგორც კვლევიდან ირკვევა, საქართველოს მოქალაქეები იმ ქვეყნებში, რომლებიც შენგენის ზონას არ ეკუთვნიან, დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან. ყველაზე მეტი ვიზიტი ამ პერიოდის განმავლობაში თურქეთში განხორციელდა, რომლის საზღვარიც 127 713-მა ადამიანმა გადაკვეთა, უარი კი მხოლოდ 36-ს ეთქვა. მეორე ადგილს კიდევ ერთი მეზობელი ქვეყანა აზერბაიჯანი იკავებს, სადაც 52 753 ...

Read More »

თურქეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია – როგორ აისახება საქართველოზე მეზობელი ქვეყნის კრიზისი

თურქეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია - როგორ აისახება საქართველოზე მეზობელი ქვეყანის კრიზისი

სტამბოლის სამრეწველო პალატისა და თურქეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მნიშვნელოვნად შენელდა საავტომობილო მრეწველობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ელექტრონიკის წარმოება. ამის მთავარი მიზეზი კი შიდა მოთხოვნის შემცირება და ლირას დევალვაციის შემდეგ ფასების მატებაა. მცირდება სამშენებლო სექტორი, რომელიც პირველი შევიდა კრიზისში და შემდეგ გავრცელდა ისეთ ქვესექტორებზე როგორებიცაა: სამშენებლო კერამიკა, ბეტონის წარმოება, შავი მეტალურგია. მიუხედავად იმისა, რომ ლირას გაუფასურებამ გარკვეული ბიძგი მისცა ...

Read More »