სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანში მარცვლეულის შესანახი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მფლობელი ინდმეწარმე თეიმურაზ ნასყიდაშვილია. მარცვლეულის შესანახი მეურნეობა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმო 6 000 ტონა მარცვლეულის შენახვას უზრუნველყოფს. საწარმოში ამ დროისთვის 7 ადამიანია დასაქმებული. მარცვლეულის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. საწარმოში ჯამურად 490 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა; აქედან, 390 000 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 100 000 დოლარი კი ...
Read More »