Home » Tag Archives: ტერორიზმი

Tag Archives: ტერორიზმი

რომის პაპი: მსოფლიო ომებისა და ტერორიზმისგან დაიტანჯება

რომის პაპი: მსოფლიო ომებისა და ტერორიზმისგან დაიტანჯება

რომის პაპმა ეგვიპტის ქალაქ ტანტას კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქება დაგმო და განაცხადა, რომ მსოფლიო ომებისა და ტერორიზმისგან დაიტანჯება. აფეთქების შესახებ შეტყობინება ვატიკანმა მაშინ მიიღო, როდესაც პაპი ფრანცისკე ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას აღავლენდა. „ვლოცულობ დაღუპულთა და დაშავებულებისთვის. დაე, უფალმა გარდაქმნას იმ ადამიანების გულები, ვინც შიშს, ძალადობასა და სიკვდილს თესავს. იმ ადამიანების გულებიც გარდაქმნას, ვინც აწარმოებს და ავრცელებს იარაღს“, – განაცხადა პაპმა. ...

Read More »

ფრანსუა ფიიონი: საფრანგეთში მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს ისლამზე და ისლამური ცენტრების დაფინანსებაზე

ფრანსუა ფიიონი: საფრანგეთში მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს ისლამზე და ისლამური ცენტრების დაფინანსებაზე

„რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ფრანსუა ფიიონი წინადადებით გამოვიდა, საფრანგეთში ისლამზე მკაცრი კონტროლი დაწესდეს.   „საჭიროდ მივიჩნევ, საფრანგეთში, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლი დაწესდეს მუსლიმურ რელიგიაზე. ასევე, მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს საზღვარგარეთიდან საფრანგეთში ისლამური ცენტრების დაფინანსებაზე და იმამების მომზადებაზე“, – განაცხადა ფრანსუა ფიიონმა რადიოსადგურ RTL-ის ეთერში.   „ფუნდამენტალური ტენდენციების გაძლიერება ისლამის სერიოზულ პრობლემად იქცა და ეს ევროპულ ტრადიციებზე დარტყმას წარმოადგენს“, – აღნიშნა ფრანსუა ...

Read More »

დონალდ ტრამპი: ტერორიზმთან ბრძოლა წამებითაც არის შესაძლებელი

დონალდ ტრამპი: ტერორიზმთან ბრძოლა წამებითაც არის შესაძლებელი

ამერიკის პრეზიდენტი თვლის, რომ ტერორიზმთან ბრძოლა წამებითაც არის შესაძლებელი და ამაში სასირცხვილოს ვერაფერს ხედავს. ABC News-თან საუბრის დროს მან თქვა, რომ ეს საკითხი დაზვერვის მაღალჩინოსნებთანაც განიხილა და მათ დაარწმუნეს პრეზიდენტი, რომ წამებით რეალურად არის შესაძლებელი შედეგის მიღება. ე.წ ისლამურ სახელმწიფოზე საუბრის დროს მან თქვა „ისინი აწამებენ, თავს კვეთენ ჩვენს და არა მარტო ჩვენს მოქალაქეებს, თუ „ისლამური სახელმწიფო“ ამას სჩადის, მე ...

Read More »

“ჩვენ ვდგავართ იმ ქვეყნების გვერდში, რომლებსაც დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ტერორისტების მიმართ”

"ჩვენ ვდგავართ იმ ქვეყნების გვერდში, რომლებსაც დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ტერორისტების მიმართ"

უკიდურეს აღშფოთებას გამოვთქვამ სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში. პრემიერი უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს, თურქ ხალხს და ხელისუფლებას. „კატეგორიულად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, რომელსაც მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე ეწირება და მათ დაშინებას ისახავს მიზნად. ჩვენ ვდგავართ იმ ქვეყნების გვერდში, რომლებსაც დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ტერორისტების მიმართ. ვუერთდებით მათ ძალისხმევას ...

Read More »

ბაშარ ალ-ასადი: დონალდ ტრამპი შეიძლება „რეალური მოკავშირე“ გახდეს, თუ ის თავის დაპირებას შეასრულებს

ბაშარ ალ-ასადი: დონალდ ტრამპი შეიძლება „რეალური მოკავშირე“ გახდეს, თუ ის თავის დაპირებას შეასრულებს

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეიძლება „რეალური მოკავშირე“ გახდეს, თუ ის შეასრულებს თავის დაპირებას ებრძოლოს ტერორისტებს. სირიის პრეზიდენტმა აღნიშნული პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „არ შეგვიძლია რამე ვთქვათ იმის შესახებ თუ რას მოიმოქმედებს ტრამპი, მაგრამ თუ ის აპირებს ებრძოლოს ტერორისტებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მოკავშირეები ვიქნებით, რეალური მოკავშირეები ვართ რუსებთან, ირანელებთან და ...

Read More »

ტერორიზმის საფრთხე წამყვან ტურისტულ ქვეყნებს პრობლემებს უქმნის

ტერორიზმის საფრთხე წამყვან ტურისტულ ქვეყნებს პრობლემებს უქმნის

„მსოფლიო საშიში ადგილია“ – ასე იწყებს სტატიას CNNMoney და წერს, რომ ბოლო ხანებში ტურისტები უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ჩასვლას ერიდებიან. სტატია იმ ქვეყნებზეა, სადაც ტურისტებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად ჩასვლა აღარ სურთ. ეგვიპტე ეგვიპტისთვის ტურიზმის ინდუსტრია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა ბოლო პერიოდში მომხდარი ავიაკატასტროფებისა და 2011 წლის არაბული გაზაფხულის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად ტურიზმის ინდუსტრიას სერიოზული პრობლემები შეექმნა. 2010 ...

Read More »

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი შესაძლოა გულშემატკივრების გარეშე ჩატარდეს

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი შესაძლოა გულშემატკივრების გარეშე ჩატარდეს

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების ჩატარების ადგილი, შესაძლოა, ტერორიზმის საფრთხის გამო შეიცვალოს. ამის შესახებ “ესოშიეტედ პრესი” წერს. გავრცელებული ცნობით, თუ საჭირო გახდა, შესაძლოა, შეიცვალოს ჩემპიონატის ჩატარების თარიღიც ან იგი მაყურებლების გარეშე ჩატარდეს. შესაბამისი საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გასული წლის ნოემბერში თვითმკვლელმა ტერორისტებმა საფრანგეთსა და გერმანიას შორის ამხანაგური მატჩის დროს “სტად დე ფრანსზე” შესვლა სცადეს. მათ სტადიონის გარეთ ასაფეთქებელი ...

Read More »