Home » Tag Archives: თელიასონერა

Tag Archives: თელიასონერა

Vimpelcom ქრთამის გაცემის გამო 795 მილიონი დოლარის ჯარიმას გადაიხდის

Vimpelcom ქრთამის გაცემის გამო 795 მილიონი დოლარის ჯარიმას გადაიხდის

კომპანია Vimpelcom –მა აშშ–ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასთან (SEC) და იუსტიციის სამინისტროსთან, ასევე ნიდერლანდების პროკურატურასთან დადო შეთანხმება იმ პრეტენზიების დარეგულირების შესახებ, რომლებიც უზბეკეთში განხორციელებული გარიგებების გამოძიებას უკავშირდება. შეთანხმება კომპანიას საშუალებას მისცემს, აირიდოს ხანგრძლივი სასამართლო განხილვები.  Vimpelcom–მა ოფიციალურად აღიარა ქრთამის მიცემის ფაქტი უზბეკეთის პრეზიდენტის ნათესავი მაღალჩინოსნისთვის, რომლის ვინაობაც არ სახელდება. ქრთამის მიცემის მიზანი იყო ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შესვლა და სიხშირეების ...

Read More »

,,თელიასონერამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ  ,,ჯეოსელთან” საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა

,,თელიასონერამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ  ,,ჯეოსელთან" საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა

რა ბედი ელის ,,ჯეოსელს” – გაყიდვა, სხვა კომპანიასთან მიერთება თუ დამოუკიდებლად ოპერირება როგორც  რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, ,,თელიასონერამ” ქართული ბაზრის დატოვება და ,,ჯეოსელის” გაყიდვა გადაწყვიტა. თუმცა, მას შემდეგ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია აღარ გავრცელებულა იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ფინურ-შვედურმა კომპანიამ. უცნობი იყო, გაყიდა თუ კვლავ საკუთარ მფლობელობაში დაიტოვა ,,ჯეოსელი”. თუ გაყიდა, მაშინ რა ფასად ან ვის მიყიდა იგი. ...

Read More »

რატომ დატოვა “თელიასონერამ” “ჯეოსელი”

რატომ დატოვა “თელიასონერამ” “ჯეოსელი”

  საგადასახადო სამსახურებთან პრობლემების მქონე “ჯეოსელს” თურქული “თურქსელი” იბარებს “ჯეოსელის” ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ ცხრება. მისი მფლობელის საქართველოდან წასვლამ უამრავი ვარაუდი წარმოშვა. გარდა ამისა, კომპანია ახლო მომავალში ფინანსთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლებს და ეს კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას. როგორც გასულ კვირას ვწერდით, “ჯეოსელის” დატოვების გადაწყვეტილება სკანდინავიურმა “თელიასონერამ” მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე ქვეყანაში, მისი შვილობილი კომპანიების ხელმძღვანელები კორუფციულ გარიგებებში იქნენ მხილებულნი, ოფიციალურად ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი “თელიასონერას” რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი "თელიასონერას" რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს კომპანია „თელიასონერას“ რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა, კერძოდ – ევრაზიის რეგიონის პრეზიდენტს, ერიკ ჰალბერგს და კომპანიის ევრაზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს ემილ ნილსონს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ კომპანია „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანია „თელიასონერას“ საქართველოში საქმიანობას და მის გეგმებს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის კუთხით. ასევე, ...

Read More »

„ჯეოსელი“ მფლობელის გარეშე რჩება, კომპანიის მომავალი გაურკვეველია

„ჯეოსელი“ მფლობელის გარეშე რჩება, კომპანიის მომავალი გაურკვეველია

კორუფციული სკანდალის შემდეგ ,,თელიასონერა“  საქართველოს და დსთ–ს წევრი ქვეყნების ბაზრებს ტოვებს სკანდინავიურმა კომპანია ,,თელიასონერამ“ მიიღო გადაწყვეტილება, გაყიდოს მისი კუთვნილი ოპერატორები დსთ–ს წევრ ქვეყნებსა და საქართველოში. კომპანია აპირებს დაკონცენტრირდეს ევროპულ ბაზრებზე. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მიიღო მას შემდეგ რაც, კორუფციული სკანდალში გაეხვა უზბეკეთში. ევრაზიასთან განშორება შვედურ–ფინურმა კომპანია ,,თელიასონერამ“ გადაწყვიტა დატოვოს ევრაზიის მცირე ბაზარი, რომლის შემადგენლობაშიც, ძირითადად, შედიან დსთ–ს წევრი ქვეყნები. კომპანიის დირექტორთა ...

Read More »