Home » Tag Archives: თბილსერვის ჯგუფი

Tag Archives: თბილსერვის ჯგუფი

საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანა, სავარაუდოდ, მთელი ქალაქის მასშტაბით მოხდება

საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანა, სავარაუდოდ, მთელი ქალაქის მასშტაბით მოხდება

ნარჩენების ღამის საათებში გატანა ვაკის გარდა სხვა რაიონებშიც მოხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განუცხადა, ნარჩენების ღამის საათებში გატანის საპილოტე პროგრამამ, რომელიც ვაკის მასშტაბით ხორციელდებოდა, გაამართლა. „ის, რისთვისაც გაკეთდა ღამის დასუფთავების პროექტი, იყო ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთი ის, რომ საცობი აგვეცილებინა თავიდან აღნიშნულ ლოკაციაზე და მეორე – დაგვეზოგა კომპანიის ხარჯები. ინიციატივამ ორივე მიმართულებით გაამართლა. ჩვენ ლოკაციებზე ერთხელ მივდივართ და ...

Read More »

„თბილსერვის ჯგუფმა“ მიწისქვეშა გადასასვლელების მორეცხვა და განათებით აღჭურვა დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ მიწისქვეშა გადასასვლელების მორეცხვა და განათებით აღჭურვა დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მორეცხვითი სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელის სპეციალური ხსნარით დამუშავება და ე.წ. კერხერის აპარატით მორეცხვა. მათივე ინფორმაციით, პარალელურად, დაიწყო და მიმდინარეობს განათების ქსელის მოწყობა გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის იმ ნაწილში, სადაც მორეცხვითი სამუშაოები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. განათების სისტემის მონტაჟი ორი დღის განმავლობაში დასრულდება. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავებისა და განათების ...

Read More »

„თბილსერვის ჯგუფმა“ ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოწერა

„თბილსერვის ჯგუფმა“ ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოწერა

მიმდინარე წელს, ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის 1 594 პირი დაჯარიმდა – ამის შესახებ პირველ არხს შპს „თბილსერვის ჯგუფში“ განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, ჯარიმების საერთო თანხამ 551 070 ლარი შეადგინა.  „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ყველაზე მეტი საჯარიმო ოქმი 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით, კერძოდ სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებაზე შედგა, რაც 80 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.  როგორც „თბილსერვისს ჯგუფში“ აცხადებენ, ქვეითმა ინსპექტორებმა, რომლებმაც მოქალაქეთა დაჯარიმება ...

Read More »

ნაგვის დაყრის გამო დაჯარიმებული 411 მოქალაქიდან 151 ტურისტია

ნაგვის დაყრის გამო დაჯარიმებული 411 მოქალაქიდან 151 ტურისტია

თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ქალაქ თბილისის ქუჩებში გარემოს დაბინძურებისთვის მოქალაქეებს „თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები აჯარიმებენ. ამ ხნის განმავლობაში, როგორც აღმოჩნდა, გამოიწერა 411 საჯარიმო ოქმი. აქედან, 300–ზე მეტი ჯარიმა 2 კილოგრამამდე ნაგვის გადაყრის გამო დაიწერა. ჯარიმების ოდენობამ, საერთო ჯამში, 42 ათას ლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ დაჯარიმებულთაგან 151 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. “თბილსერვის ჯგუფის” ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. პირველი ორი ...

Read More »

ქუჩის დანაგვიანებაზე ერთ კვირაში 10 000 ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა

ქუჩის დანაგვიანებაზე ერთ კვირაში 10 000 ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა

გარემოს დაბინძურებისთვის ფულადი ჯარიმების ამოქმედებიდან ერთი კვირის გასვლის შემდგომ “თბილსერვის ჯგუფის” ინსპექციამ 71 სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა. აქედან 6 იურიდიული პირი, ხოლო 18 უცხოეთის მოქალაქეა. ამ დროისთვის გარემოს სამშენებლო ნარჩენით დანაგვიანებაზე დაახლოებით 7 პირი დაჯარიმდა. როგორც  „თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ განაცხადა, ქუჩების დანაგვიანების კუთხით გამოკვეთილი ასაკობრივი ჯგუფი არ არსებობს. გოგოძის განცხადებით, ახლანდელი მონაცემებით, საერთო ჯამში ჯარიმებმა სულ 10 760 ...

Read More »

,,ახმეტელის” ტერიტორიაზე გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები აიღეს

,,ახმეტელის" ტერიტორიაზე გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები აიღეს

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარედ განთავსებული გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. აღნიშნული ტერიტორია თბილსერვის ჯგუფი / Tbilservice Group-მა დაასუფთავა. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა. თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ. „ჩვენ მათ ბაზრობებზე შესვლას და სამეწარმეო საქმიანობის იქ ...

Read More »

სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებისთვის დღეს უკვე 13 პირი დაჯარიმდა

სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებისთვის დღეს უკვე 13 პირი დაჯარიმდა

“თბილსერვის ჯგუფის” ინსპექციამ “ნარჩენების მართვის კოდექსის” შესაბამისად, გარემოს დაბინძურებისთვის 14 სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილსერვის ჯგუფი სოციალურ ქსელში ავრცელებს. “საჯარიმო ოქმების უმრავლესობა (13 საჯარიმო ოქმი) შედგენილია 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით, კერძოდ სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებაზე, ხოლო ერთი მათგანი კი მუნიციპალურ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსებაზე. 14 სამართალდამრღვევი პირიდან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა”, – აღნიშნულია გავცრელებულ ინფორმაციაში. წყარო: ...

Read More »

დღეიდან მოქალაქეები ნაგვის დაყრაზე 50-დან 1000 ლარამდე თანხით დაჯარიმდებიან

ინსპექტორები დღეიდან მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ

„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დღეიდან დააჯარიმებენ. როგორც „ინფო 9“-ს „თბილსერვის ჯგუფიდან“ აცნობეს, ინსპექტორები დედაქალაქის მასშტაბით მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდულ პირებს „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმებენ. „თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. თავდაპირველად – ორი კვირის განმავლობაში ისინი ქუჩაში საინფორმაციო კამპანიას ეწეოდნენ, მოქალაქეებს აფრთხილებდნენ, ინფორმაციას აწვდიდნენ საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით. თუკი ვინმე ნაგავს ...

Read More »

თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა

თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა

გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანის შემდეგ, თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკით მოირეცხა. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილის, დავით დოლიძის თქმით, აღნიშნული ტერიტორის საფუძვლიანად, სპეციალური ტექნიკით დასუფთავებას ხელს გარევაჭრობა უშლიდა. „დღეს პირველად, მრავალი წლის შემდეგ, საფუძლიანად დასუფთავდა და მოირეცხა მეტრო „ვაგზლის მოედნისა“ და ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია. აქ პრობლემას გვიქმნიდა გარე ვაჭრობა. ჩვენი დილის მეეზოვეები საერთოდ ვერ მუშაობდნენ და ძალიან ...

Read More »

თბილისის ქუჩებში მწეველებს ორიგინალური საფერფლეები დაურიგეს

თბილისის ქუჩებში მწეველებს ორიგინალური საფერფლეები დაურიგეს

“თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგენლებმა თბილისის ქუჩებში მწეველებს ორიგინალური საფერფლეები დაურიგეს. “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა მწეველებს შენიშვნა მისცეს, რომ სიგარეტის ნარჩენი ქუჩაში არ დაეგდოთ და იმ შემთხვევაში, თუ სიახლოვეს ნაგვის ურნა არ არის, ორიგინალური ფორმის საფერფლით ისარგებლონ. დღეიდან დედაქალაქში „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდნენ, რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ. პირველი ...

Read More »