Home » Tag Archives: თბილისის მერია

Tag Archives: თბილისის მერია

თბილისელი პენსიონერები მედიკამენტების 500-ლარიან ვაუჩერებს დღეიდან მიიღებენ

მიმდინარე წლის ერთ-ერთი პირველი პროგრამა, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ პროგრამის ბენეფიციარები თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება. „ეს არის ყოველწლიური და არა ერთჯერადი ვაუჩერი, რომლის გამოყენება ბენეფიციარებს მათი შეხედულებისამებრ, ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე, მთელი ...

Read More »

ჭყონია: როცა პროექტი შეგაქვს მერიაში ისე კი არ იხილავენ, თუ ვიღაცამ არ დაურეკა – ყველა პროექტს სჭირდება „პატრონი“

„როცა პროექტი შეგაქვს მერიაში ისე კი არ იხილავენ, თუ ვიღაცამ არ დაურეკა – ყველა პროექტს სჭირდება „პატრონი“, – ამის შესახებ ბიზნესმენი თემურ ჭყონია Bm.ge-სთან საუბარში აცხადებს. მისი თქმით, თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე მათ მხარესაა და აღნიშნული პრობლემა სისტემურია. „ჩვენდა სამწუხაროდ ძალიან ნელა მიდის ეს თემები, ჩვენი შეთავაზება უფრო სწრაფია, ვიდრე გადაწყვეტილებას ღებულობენ ჩვენს გარშემო. ახლა გვაქვს მიწა ნაყიდი აეროპორტის ...

Read More »

თბილისის ბიუჯეტი 1 350 000 ლარით იზრდება

დედაქალაქის ბიუჯეტი მილიონ 350 ათასი ლარით იზრდება და მისი მოცულობა 1 228 326,9 ათას ლარს შეადგენს. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის გაზრდას მხარი დაუჭირეს. საკითხი საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მან დეტალურად ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომელზეც გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდა. დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის ...

Read More »

დაუსრულებელი მშენებლობების ნაწილს, მათ შორის მერიასთან მდებარე „ცენტრ პოინტის“ რამდენიმე კორპუსს დაანგრევენ

დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს კუთვნილი ფართები 2022 წლის პირველ-მეორე კვარტალში გადაეცემათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განუცხადა. როგორც ელოშვილი ამბობს, მომავალ წელს ბინებს 8 ათასამდე ოჯახი მიიღებს, ხოლო დანარჩენი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის პროცესი გაგრძელდება. „დედაქალაქის მერიის მოკვლევით, თბილისში ჯამში იყო 187 დაუსრულებელი მშენებლობა, სადაც ბინა 13 ათასამდე ოჯახს უნდა მიეღო. ჩვენ მოვახდინეთ ამ მშენებლობების კატეგორიზაცია. მათ ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი გაიმართება

„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ თანამშრომლობით, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი გაიმართება. როგორც „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 15 გამარჯვებული სტუდენტი, ოქტომბრის ბოლოს, ხუთ ტუტორთან ერთად საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გაემგზავრება, სადაც, ხუთი დღის განმავლობაში მხატვრული წერის, რედაქტირების, დაკაბადონებისა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ...

Read More »

კახა კალაძე – შემდეგი 4 წლის განმავლობაში უსახლკარო სტატუსის მქონე არც ერთი ოჯახი უბინაოდ არ დარჩება

დედაქალაქში ამოქმედდება სპეციალური პროგრამა – „არც ერთი უსახლკარო ოჯახი“, რომლის ფარგლებშიც ყველა ის ოჯახი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს მინიჭებული, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური პოლიტიკის პროგრამების პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც მერობის კანდიდატმა განმარტა, საჭირო საცხოვრებელ ფართებს მუნიციპალიტეტი სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეიძენს და მათ 400-მდე უსახკლარო ოჯახს სარგებლობის უფლებით გადასცემს. „ჩემი და მთელი ჩემი გუნდის, ვინც ...

Read More »

თბილისის მერიას ყოფილი კორტების ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს

დედაქალაქის მერიას იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ განაცხადა, ინვესტორი ვალდებული იქნება ჩოგბურთის კორტები აღადგინოს. „დღეს ჩვენ გამოგვაქვს საპრივატიზაციოდ ეს ადგილი სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით. ანუ პირობიანი პრივატიზაცია იქნება. სავალდებულო იქნება, რომ ტერიტორიაზე აღდგეს ჩოგბურთის კორტები, მოეწყოს საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი. ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ ...

Read More »

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაგებში “მეტრა დეველოპმენტის” ახალი კორპუსის მშენებლობის ნებართვის მოქმედება შეაჩერა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაგებში “მეტრა დეველოპმენტის” ახალი კორპუსის მშენებლობის ნებართვის მოქმედება შეაჩერა

ბაგებში მდებარე ე.წ. „მეტრა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსის მობინადრეებმა სასამართლო დავაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ამის თაობაზე „კომერსანტს“ მობინადრეების ადვოკატმა გენადი ზარანდიამ აცნობა.  მისი თქმით, გასულ კვირაში თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა განჩინება, რომლის ძალითაც შეჩერდა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 მარტის #4415185 ბრძანება. ანუ, შეჩერდა მშენებლობის ნებართვის მოქმედება, რომელიც არქიტექტურის სამსახურის მიერ კომპლექსის მოსახლეობის სამართლიანი პროტესტის და საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ...

Read More »

მოსახლეობა „მეტრა-დეველოპმენტის“ წინააღმდეგ – ატყუებენ, თუ თავს იტყუებს თბილისის მერია

მოსახლეობა „მეტრა-დეველოპმენტის“ წინააღმდეგ - ატყუებენ, თუ თავს იტყუებს თბილისის მერია

წელიწადზე მეტია, რაც ბაგებში ე.წ. „მეტრა პარკის“ მოსახლეობა ინტენსიურად  აპროტესტებს დეველოპერული კომპანია „მეტრა დეველოპმენტის“ ფარულ და ვანდალურ გეგმას, რაც კომპლექსის ტერიტორიაზე 3 ახალი მრავალსართულიანი მასიური კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს და რასაც  კომპლექსის ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლებთან უშაუალო სიახლოვეში არსებული  ლანდშაფტური ციცაბო კლდოვანი ფერდობის 15 მეტრის სიღრმეზე ჭრა-ნგრევა და 200-მდე ხე-ნაგრავის განადგურება უნდა მოყვეს. ყოველივე ეს მაღალი საფრთხის შემცველია 7-10 მეტრის მოშორებით  მდებარე ...

Read More »

ელიავას ბაზრობის ნაწილი რეკრეაციულ ზონად გარდაიქმნება, ნაწილზე კი ვაჭრობა დასაშვები იქნება

ელიავას ბაზრობის ნაწილი რეკრეაციულ ზონად გარდაიქმნება, ნაწილზე კი ვაჭრობა დასაშვები იქნება

თბილისის მერია ელიავას ბაზრობის ერთი ნაწილის რეკრეაციულ ზონად, ხოლო მეორე ნაწილის საზოგადოებრივი-საქმიანი ფუნქციით განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბითაძემ აღნიშნა, ბაზრობის ტერიტორიაზე გარკვეული ბუფერული ზონა უნდა შეიქმნას, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის და ბაზრობაზე დასაქმებულების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. „ელიავას მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით, ისევე როგორც, თბილისის ზღვასთან და ლისის ტბასთან მიმართებაში, გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები, ...

Read More »