Home » Tag Archives: თამბაქო (page 4)

Tag Archives: თამბაქო

მარტში ყველაზე მეტად ტრანსპორტი, ალკოჰოლი და თამბაქო გაძვირდა

ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად საქართველოში ფასებმა ტრანსპორტზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე მოიმატა. “საქსტატის” მონაცემებით, მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტრანსპორტზე ფასები თითქმის 19%-ით არის გაძვირებული. უწყების ანგარიშში მითითებულია, რომ ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (27,4%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,6%). 16%-ით არის გაძვირებული ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ნაწარმი. ფასების 5,4%-იანი მატებაა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 1,62 პროცენტული ...

Read More »

“აფბა” Philip Morris და British American Tobacco-ს დაჯარიმების ფაქტებს შეისწავლის

"აფბა" Philip Morris და British American Tobacco-ს დაჯარიმების ფაქტებს შეისწავლის

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ეხმაურება იმ გაუხმაურებელ სასამართლო დავას, რომელიც გასულ კვირას, 10 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა და რომლის მიხედვითაც, სიგარეტის ამერიკული მწარმოებელი Philip Morris-ი საქართველოში უპრეცედენტოდ მაღალი – 92 მილიონი ლარით დაჯარიმდა. აფბაში ამბობენ, რომ იმ მასალებიდან რომელიც ასოციაციას ჩაუვარდა ხელთ ირკვევა, რომ ამერიკული სიგარეტის მწარმოებელი კომპანია, საქართველოს პირველი ისტანციის სასამართლომ დამნაშავედ სცნო ბაზარზე არაკეთილსინდისიერი ...

Read More »

ბაირახტარი: „თამბაქოს შესახებ კანონის“ ამ ფორმით განხილვა დაუშვებელია

ბაირახტარი: „თამბაქოს შესახებ კანონის“ ამ ფორმით განხილვა დაუშვებელია

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – “აფბა” შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ პარლამენტი „თმბაქოს შესახებ კანონპროექტის” განხილვას უცვლელი სახით აპირებს. როგორც “აფბა”-ს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი, აცხადებს კანონპროექტის ამ ფორმით მიღება დაუშვებელია. „როგორც ჩანს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეებს რომლის წინაშეც კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აღმოვჩნდებით. პირველ რიგში, კანონპროექტს აკლია ფინანსური კუთხით ანალიზი. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა ეკონომიკურ შედეგს მოიტას მისი ამ ...

Read More »

ჭყონია ნატახტარში British American Tobacco-ს ქარხნის მშენებლობას აპირებს

ჭყონია ნატახტარში British American Tobacco-ს ქარხნის მშენებლობას აპირებს

ბიზნესმენი თემურ ჭყონია თამბაქოს ბიზნესში შედის. ამის შესახებ მან “ბიზნესკონტრაქტთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის ნატახტარში British American Tobacco-ს ქარხნის მშენებლობას აპირებს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბრენდთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. “ამ ბრენდს კავკასიაში ქარხანა არ აქვს, მათთან უკვე მაქვს მოლაპარაკება და ვნახოთ”,- აცხადებს ჭყონია. ბიზნესმენი ამავე ტერიტორიაზე აპირებს “კოკა-კოლის” ქარხნის გადმოტანას და გაფართოებას. მისი თქმით, ამას დაახლოებით 10 მილიონი ლარი ...

Read More »

დაუშვებენ თუ არა სკოლებთან თამბაქოს გაყიდვას

დაუშვებენ თუ არა სკოლებთან თამბაქოს გაყიდვას

დაუშვებენ თუ არა სკოლებთან თამბაქოს გაყიდვას – კანონში ცვლილებების შეტანას მეწარმეთა ნაწილი ითხოვს. მათი მტკიცებით, აღნიშნული ნორმა ბიზნესის თავისუფლებას ეწინააღმდეგება. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უკვე წარდგენილია, თუმცა პოლიტიკოსები არათუ გაუქმებას, არამედ კანონის გამკაცრებას  ითხოვენ. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ თამბაქოს პროდუქციის გაყიდვა სკოლის ტერიტორიიდან 50 მეტრის რადიუსში აკრძალული უნდა იყოს. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ნორმის გადახვედისთვის მუშაობა უკვე დაიწყო. სარჩელი 50 მეტრიანი დისტანციის გაუქმების შესახებ ...

Read More »

1 იანვრიდან საქართველოში 1 კოლოფი სიგარეტის მინიმალური ფასი 3 ლარი იქნება

1 იანვრიდან საქართველოში 1 კოლოფი სიგარეტის მინიმალური ფასი 3 ლარი იქნება

1 იანვრიდან საქართველოში სიგარეტი გაძვირდება. როგორც ცნობილია, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით. BPI შეეცადა გამოეთვალა დაახლოებით რა ეღირება აქციზის გაზრდის შემდეგ ერთი კოლოფი სიგარეტი ქვეყანაში. როგორც თამბაქოს იმპორტიორები და ადგილობრივი მწარმოებლები აცხადებენ, სიგარეტზე აქციზის ამ ნიშნულით მატება მათთვის სრულიად მოულოდნელია და მთავრობის ადმინისტრაციას, ან ეკონომიკურ გუნდს ბიზნესთან კონსულტაცია არ გაუვლია. მათივე განმარტებით, როდესაც საქმე ეხება აქციზის ...

Read More »

იმპორტიორები მთავრობას მომავალ წელს სიგარეტზე აქციზის 15-20 თეთრით მატებას სთავაზობენ

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მთავრობას 12 წლიანი გეგმა  შესთავაზეს და ახლა მათ მიერ შეთავაზების განხილვას ელიან. JTI Caucasus-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ივა ხასია აღნიშნავს, რომ ეს  გეგმა სექტორს რისკებს ააცილებს, მათ შორის კონტრაბანდის გაზრდას. ხასია აღნიშნავს, რომ მომატებული კონტრაბანდის თავიდან ასაცილებლად უმჯობესი იქნება, თუ მთავრობა აქციზის განაკვეთს მათ მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით მოუმატებს. ამ გეგმის მიხედვით კი მომავალ წელს, აქციზის 15-20 თეთრით ზრდა ...

Read More »

2017 წლის 1 ივლისიდან კაფეებში, სალონებსა და სასტუმროებში მოწევა იკრძალება

2017 წლის 1 ივლისიდან კაფეებში, სალონებსა და სასტუმროებში მოწევა იკრძალება

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, სხვადასხვა საზოგადოებრივ და საჯარო სივრცეებში მოწევის სრულად ან ნაწილობრივ აკრძალვა 2017 წლის 1 ივლისიდან იწყება. 2017 წლის 1 ივლისამდე სასტუმროებში და სხვა მსგავს დაწესებულებაში თამბაქოს მოწევა აკრძალულია სასტუმროს ნომრების არანაკლებ 50 პროცენტში. 2017 წლის 1 ივლისამდე საჯარო დაწესებულებების, კაფე-ბარების, რესტორნებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების, კაზინოების, სილამაზის სალონების, მაღაზიების ...

Read More »

„თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ პარლამენტის წინ აქცია სახელწოდებით „250 ფეხსაცმელი“ გამართა

„თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ პარლამენტის წინ აქცია სახელწოდებით „250 ფეხსაცმელი“ გამართა

თბილისში, საქართველოს პარლამენეტის შენობის წინ დღეს, „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ საპროტესტო აქცია გამართა სახელწოდებით „250 ფეხსაცმელი“. აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა პარლამენტის წინ თეატრალიზებული ფორმით 250 წყვილი ფეხსაცმელი დააწყვეს. მათი განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების თანახმად, საქართველოში ყოველკვირეულად სწორედ ამდენი ადამიანი იღუპება თამბაქოს აქტიური მოხმარების ან პასიური მწეველობის გამო. როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი აქციის მიზანი ის ...

Read More »

ინდოეთში თამბაქოს კონტროლზე გამართულ კონფერენციაზე პრესა არ დაიშვება

სიტყვის თავისუფლებას არა მხოლოდ დიქტატორული რეჟიმების დრო ექმნება პრობლემები, ბოლო პერიოდში მომრავლდა შემთხვევები, როდესაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მედიის წარმოამდგენელთა უფლებებს ლახავენ. ამ პრობლემას ვრცელი სტატია მიუძღვნა The Daily Caller-მა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში ინდოეთში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აწყობს შეკრებას, თამბაქოს კონტროლის შესახებ, რომელში მონაწილეობას საქართველოდან ჩასული ჩინოვნიკებიც მიიღებენ, თუმცა ქართველ ჟურნალისტებს იგივე პრობლემები შეექმნათ, რაზეც The Daily Caller-ის ჟურნალისტი ...

Read More »