Home » Tag Archives: სტუდენტი

Tag Archives: სტუდენტი

ბსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტებს უნივერსიტეტში თამბაქოს მოწევის შემთხვევაში სტუდენტის სტატუსი შეუჩრდებათ

ბსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტებს უნივერსიტეტში თამბაქოს მოწევის შემთხვევაში სტუდენტის სტატუსი შეუჩრდებათ

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, პირველი მაისიდან, ძალაში შევიდა ბრძანება, რომელიც სტუდენტებსა და უნივერსიტეტში დასაქმებულ ყველა პირს თამბაქოს მოხმარებას უკრძალავს არა მარტო შენობაში, არამედ უნივერსიტეტის ეზოშიც. სამართალდარღვევის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება, სტუდენტს კი შეუწყდება სტატუსი. „თამბაქოს მოწევა აკრძალულია ბსუ-ს კუთვნილ შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, მათ შორის ეზოში“, – ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც 30 აპრილს გამოიცა და დღეს ამოქმედდა. ამავე ბრძანების მიხედვით, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებულ ყველა ...

Read More »

სტუდენტები შესაძლოა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ

სტუდენტები შესაძლოა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ

 ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა” საქართველოს პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლის თანახმადაც, სტუდენტები საშემოსავლო გადასახადისაგან უნდა გათავისუფლდნენ. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები,  მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) – ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის ...

Read More »

“ვინც სტუდენტი ვერ გახდა, გული არ გაიტეხონ, რადგან ცხოვრება შესაძლებლობებით სავსეა”

"ვინც სტუდენტი ვერ გახდა, გული არ გაიტეხონ, რადგან ცხოვრება შესაძლებლობებით სავსეა"

28 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლას შეუდგა და მინდა, მათ ვუსურვო, ის ცოდნა და ის უნარ-ჩვევები შეიძინონ, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მათ გამოადგებათ – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დარწმუნებულია, რომ ქვეყანას ძალიან ნათელი მომავალი გააჩნია. “ცხოვრების დინამიკა იზრდება, პროფესიონალური მომზადების კუთხით გამოწვევები საკმაოდ კონკურენტულია და აქედან გამომდინარე, ჩვენ ახალგაზრდობა გვჭირდება, რომელიც ამ გამოწვევების ...

Read More »

ვაკის პარკში 25 ივნისს ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი job fest გაიმართება

ვაკის პარკში 25 ივნისს ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი job fest გაიმართება

25 ივნისს ვაკის პარკში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი job fest” გაიმართება. ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და hr hub-ის ორგანიზებით, 25 ივნისს 13:00-17:00 საათზე ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გაიმართება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძე განაცხადა, სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 14 ივნისს დაიწყება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგ ვებ გვერდზე www.jobfest.ge. ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-29 წლის მოქალაქეებს, რომლებიც ...

Read More »

დუბაის ბანკირმა სტუდენტებისათვის მილიარდი დოლარი გამოყო

დუბაის ბანკირმა სტუდენტებისათვის მილიარდი დოლარი გამოყო

ნავთობით მდიდარ ქვეყანაში ადამიანები დიდი ოდენობით თანხას ხარჯავენ ძვირადღირებულ ავტომობილში და მოოქროვილ მობილურ ტელეფონებში, თუმცა როდესაც საქმე ფულის გაცემას ეხება, მდიდარი არაბები ამის გაკეთებას ჩუმად ამჯობინებენ. ხშირად ეს მოტივაცია რელიგიით და ისტორიითა განპირობებული. რელიგიის და ტრადიციების მიხედვით მაშინ, როდესაც ქველმოქმედებაში დებს ფულს ესა თუ ის ადამიანი, უმჯობესია ამ ადამიანის სახელი არსად ფიგურირებდეს. საუდის არაბეთის პრინცის განცხადებით ის იმედოვნებდა, რომ სხვა ...

Read More »

ბათუმში დღეიდან სტუდენტური დასაქმების პროგრამა დაიწყო

ბათუმში დღეიდან სტუდენტური დასაქმების პროგრამა დაიწყო

დღეიდან ბათუმში სტუდენტური დასაქმების პროგრამა დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით,  პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ბათუმში რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 20 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საკონკურსო კომისიამ 375 განაცხადიდან 200 ბენეფიციარი შეარჩია, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ მოთხოვნებს. პრიორიტეტი მიენიჭათ მაღალი აკადემიური მოსწრების, სოციალურად დაუცველ, დედით ან მამით ობოლ სტუდენტებს, ...

Read More »

320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება

320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება

ლისის ტბის ფერდობზე 320-ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. საერთო საცხოვრებლის მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 5 250 777 ლარია. ...

Read More »

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის მუშაობის და დარჩენის წესები მარტივდება

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის მუშაობის და დარჩენის წესები მარტივდება

ევროკავშირში არაწევრი ქვეყნის სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის ახალი წესები ამოქმედდება. ოთხშაბათს მიღებული დოკუმენტის თანახმად მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ბინადრობის წესები მარტივდება. კერძოდ, ახალი წესები შეეხებათ სტუდენტებს, მკვლევარებს, მოხალისეებსა და სკოლის მოსწავლეებს. სტუდენტებსა და მკვლევარებს სწავლისა/კვლევის დასრულების შემდეგ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში დარჩენა 9 თვის განმავლობაში შეეძლებათ. როგორც ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში წერია აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილზე სამუშაო ადგილის მოძებნას და კურსდამთავრებულების უნარების ...

Read More »

საპარტნიორო ფონდი ჩინეთში სწავლის მსურველებს იწვევს

საპარტნიორო ფონდი ჩინეთში სწავლის მსურველებს იწვევს

საპარტნიორო ფონდისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის უმსხვილესი საკონსულტაციო კორპორაციის „ხუა ხე ინტერნეიშენალი“-ის თანამშრომლობის საფუძველზე წარჩინებული ქართველი სტუდენტისთვის ოთხწლიანი სამაგისტრო გრანტი გამოიყო. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე 2015 წლიდან საკონსულტაციო კორპორაციის „ხუა ხე ინტერნეიშენალი“-ის საპატიო კონსულტანტ-მრჩეველია. „სინძიანის პედაგოგიური უნივერსიტეტი“ 1995 წელს იუნესკოს ( UNESCO) ცნობილი საერთაშორისო უნივერსიტეტების სიაში შევიდა. საპარტნიორო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე სინძიანის უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოში ...

Read More »

თბილისის მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

თბილისის მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

თბილისის მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა“, რომლის ფარგლებში თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეოთხე კურსის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 3 თვიანი, არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა. მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მოხდება დარეგისტრირებული სტუდენტების გადანაწილება მერიის მიერ დაფუძნებულ უწყებებში (შპს, ააიპ) სტუდენტის განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი ...

Read More »