Home » Tag Archives: სტიქია

Tag Archives: სტიქია

რა კავშირშია ჭუბერის სტიქია ენერგეტიკულ პროექტებთან

რა კავშირშია ჭუბერის სტიქია ენერგეტიკულ პროექტებთან

არის თუ არა კავშირი ჭუბერის ხევში 5 ივლისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასა და მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრას და ნაკრას ხეობებში, მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას შორის? – ამ კითხვას პასუხი სააქციო საზოგადოება “ნენსკრა ჰიდრომ” 5 ივლისსვე საგანგებო განცხადების საშუალებით გასცა და თქვა, რომ სოფელ ჭუბერში შექმნილ ვითარებას “ნენსკრაჰესის” მშენებლობასთან არანაირი კავშირი არა აქვს და დააყოლა, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე “ნენსკრაჰესის” მოსამზადებელი სამუშაოები ...

Read More »

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური პროგრამა ამოქმედდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური პროგრამა ამოქმედდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური პროგრამა ამოქმედდა, რომელიც 2012 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანია სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დღეს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ სამებაში 2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულის ოჯახი მოინახულეს და საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. გასულ წელს გამგეობის სოციალური ...

Read More »

“13 ივნისის სტიქიის შემდეგ მაღალი ხარისხის და დონის სამუშაოები შესრულდა”

"13 ივნისის სტიქიის შემდეგ მაღალი ხარისხის და დონის სამუშაოები შესრულდა"

„მინდა გითხრათ, რომ გასული წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ უპრეცედენტო ერთიანობა იყო ხელისუფლების, ბიზნესის და ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს შორის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომელიც ”ექსპო-ჯორჯიაში” 13 ივნისის სტიქიისგან ერთი წლის შემდეგ თბილისის მერიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ მომზადებულ ანგარიშს ეხება. ხადურის თქმით, პირველად გაკეთდა ისე, რომ თანხა ჯერ დაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, მობილიზებული იქნა 90 მილიონი და შემდეგ ...

Read More »

“13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 90 მლნ ლარამდეა დახარჯული”

"13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 90 მლნ ლარამდეა დახარჯული"

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე, 90 მილიონ ლარამდეა დახარჯული. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს თბილისის ზოოპარკში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დათვალიერებისას განუცხადა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ცალკეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება. ”ამ ეტაპზე 90 მილიონ ლარამდეა დახარჯული, როგორც ფიზიკური პირების ზიანის ანაზღაურებისთვის, ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ცალკეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება. ეს იქნება ძირითადად ...

Read More »

თბილისის ზოოპარკი სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ

თბილისის ზოოპარკი სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილეებთან, გიორგი ლილუაშვილთან და ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, ზოოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებს 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო. “13 ივნისის სტიქიის შედეგად, ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაზიანდა როგორც პარკის ინფრასტრუქტურა, ასევე, დაიღუპა და დაიკარგა 280 ერთეულზე მეტი ცხოველი. ჩვენ შესაბამის უწყებებთან ერთად ძალიან სწრაფად დავიწყეთ ზოოპარკის გაწმენდითი სამუშაოები, დიდი ნაშალი მასალა იქნა ზოოპარკის ტერიტორიიდან ...

Read More »

სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების ანაზღაურება იწყება

სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების ანაზღაურება იწყება

მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებთან ფულადი დახმარების გაცემის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. პირველ ეტაპზე ხელშეკრულება 27 ფიზიკურ პირთან გაფორმდება, რომლებსაც ფულადი დახმარების სახით, ჯამში 74 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ჩაერიცხებათ. 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ 100-ზე მეტ ფიზკურ პირს განადგურებული, ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საფასური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...

Read More »

ვერეს ხეობაში დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები სრულდება

ვერეს ხეობაში დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები სრულდება

მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო მაგისტრალის ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დასასრულს უახლოვდება, თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ და მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ მოინახულეს. მზიურის მიმდებარედ, დაზიანებულ მონაკვეთზე, ხიდის მშენებლობა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დედაქალაქში საცობების თავიდან აცილების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი მაგისტრალი სრულ ექსპლუატაციაში ნოემბრის პირველ რიცხვებში შევა. „სამუშაოები, ფაქტობრივად, 24 საათიან რეჟიმში ...

Read More »

სტიქიის გამო თუშეთი ტურისტებისთვის დაიხურა

სტიქიის გამო თუშეთი ტურისტებისთვის დაიხურა

ზაფხულის ტურისტული სეზონის პიკზე საქართველოში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულება – თუშეთი, ტურისტებისთვის პრაქტიკულად დაიხურა. სტიქიის გამო თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაიკეტა – გზაზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. როგორც ახმეტის გამგებლის მოადგილემ, ვანო ნასყიდაშვილმა განაცხადა, ღვარცოფმა გზის 27-ე და 32–ე კილომეტრებზე, არმისული თორღვას აბანომდე და უღელტეხილს იქით, ხოდარკოსთან გზის სავალი ნაწილი წაიღო. „არ ვიცით ბოლომდე გაიხსნება თუ არა. ...

Read More »