Home » Tag Archives: შშმ

Tag Archives: შშმ

მწვანე კონცხზე ხუთ ვარსკვლავიანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსი შენდება

მწვანე კონცხზე ხუთ ვარსკვლავიანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსი შენდება, რომელიც რეინარს ალუმინიუმის სისტემებით შეიფუთება. სასტუმრო კომპლექსში იფუნქციონირებს სხვადასხვა კატეგორიის 250-მდე ოთახი, ღია და დახურული აუზები, სპორტული მოედნები, ბავშვთა გასართობი ცენტრი და კინო-თეატრი. ამას გარდა სასტუმრო უმასპინძლებს ნებისმიერი ფორმატის საერთაშორისო კონფერენციას. სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა შშმ პირთათვის. სამკურნალო-გამჯანსაღებელი კომპლექსი, დამსვენებლებს წელიწადის ნებისმიერ დროს მოემსახურება. მწვანე კონცხზე მოხვედრა კი ახალი, საზოგადოებრივი ...

Read More »

თბილისში შშმ პირებისთვის ადაპტირებული საპირფარეშოები განთავსდა

თბილისში შშმ პირებისთვის ადაპტირებული საპირფარეშოები განთავსდა

ევროპის მოედანზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული რეტერატებიგანთავსდა. თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი საზოგადოებრივი საპირფარეშოები, ე.წ. სითი ბოქსები თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულმა კომპანია „სითი ბოქსმა“ დაამონტაჟა. საზოგადოებრივი საპირფარეშოები დედაქალაქში, პირველ ეტაპზე, 30 ლოკაციაზე განთავსდება. რეტერატების მონტაჟის პროცესს ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე გაეცნო. „სააგენტოს მიერ გამოცხადებული პირველი აუქციონის საფუძველზე, გამარჯვებული კომპანია „სითი ბოქსი“ შეირჩა, რომელიც 30 ლოკაციაზე საზოგადოებრივ ტუალეტებს განათავსებს. შემდგომში, საჭიროებიდან გამომდინარე, აუქციონის ...

Read More »

პენსიონერებსა და შშმ პირებს მედიკამენტების ნაწილის ყიდვა ნახევარ ფასად შეეძლებათ

პენსიონერებსა და შშმ პირებს მედიკამენტების ნაწილის ყიდვა ნახევარ ფასად შეეძლებათ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, ფუძნდება ახალი ორგანიზაცია, რომელიც სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სერგეენკოს თქმით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო და მთავრობას წარუდგინა. “დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ დაფუძნდეს ახალი ორგანიზაცია. მისი უმთავრესი ამოცანა იქნება გაზარდოს მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. თავისი სტრუქტურით ეს ინსტიტუცია არის ჩვენს რეალობაში შედარებით ახალი, მაგრამ ძალიან ...

Read More »

სახელმწიფოსგან მივიწყებულ შშმ პირებს საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობა ნაკლებად ეძლევათ

სახელმწიფოსგან მივიწყებულ შშმ პირებს საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობა ნაკლებად ეძლევათ

მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შეადგენენ, შშმ პირები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს მსოფლიოში იმ უმცირესობათა შორის, რომელიც ყურადღების მიღმა რჩება და ხშირად საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციას განიცდის. საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა გაეროს “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის” რატიფიცირება. კონვენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად შეიმუშავა და ...

Read More »

„ქართულმა ოცნებამ“ შშმ პირებისთვის ადაპტირებული საარჩევნო პროგრამა შეიმუშავა

„ქართულმა ოცნებამ“ შშმ პირებისთვის ადაპტირებული საარჩევნო პროგრამა შეიმუშავა

„ქართულმა ოცნებამ“ ადაპტირებული საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტიის ადაპტირებული პროგრამა საზოგადოებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა მარიამ ჯაშმა და რატი იონათამიშვილმა წარუდგინეს. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ადაპტირებული მასალა, რომელიც საშუალებას მისცემს საზოგადოების ყველა წევრს დეტალურად გაეცნოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და სტრატეგიულ მიმართულებებს, საქართველოს საარჩევნო ისტორიაში პირველად დამზადდა. უფრო კონკრეტულად, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა გამოიცა ბრაილის შრიფტით, ჩაიწერა აუდიო ...

Read More »

პრეზენტაცია ,,ბათუმი ცენტრალში“ – ახალი მატარებელი სრულად იქნება მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე

პრეზენტაცია ,,ბათუმი ცენტრალში“ – ახალი მატარებელი სრულად იქნება მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე

  22 ივლისს, ,,ბათუმი ცენტრალში“ შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის, ულტრათანამედროვე, ორსართულიანი, ელექტრო მატარებლის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი მატარებელი ბათუმის სადგურში საზეიმოდ შემოვიდა. მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ორსართულიანი მატარებლის ინტერიერი. პრეზენტაციას დაესწრნენ და სს „საქართველოს რკინიგზის“ მორიგი წარმატებული პროექტის შესახებ ისაუბრეს ოფიციალურმა პირებმა. მათ შორის იყვნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, კომპანია Stadler Altenrhein AG-ის გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი ...

Read More »

შშმ ბავშვებისთვის პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია შეიქმნა

შშმ ბავშვებისთვის პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია შეიქმნა

ფონდი „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის, პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია Listen to My Voice (ჩემი ხმა) შეიქმნა. აუტიზმის მქონე ბავშვების მშობელთა კავშირის პროექტი „ჩემი ხმა“ „სიცოცხლის ხემ“ მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დააფინანსა. აპლიკაცია განკუთვნილია აუტისუტრი სპექტრის, კომუნიკაციის ან/და სივრცეში გადაადგილების პრობლემის მქონე ბავშვებისთვის. აპლიკაცია შექმნა კომპანია Lemondo-მ, რომელსაც კონსულტაციას უწევდა ქცევითი თერაპევტი. „ჩემი ხმა“ აპლიკაციის გამოყენებით, ნებისმიერი ...

Read More »

თბილისს შშმ პირთათვის ადაპტირებული 150 ავტობუსი ეყოლება

თბილისს შშმ პირთათვის ადაპტირებული 150 ავტობუსი ეყოლება

11 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის “თბილისის ავტობუსების პროექტის” მხარდაჭერის ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, გაზზე მომუშავე 150 ავტობუსის შეძენა. მათი ცნობით, ავტობუსები იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის და ექნება სპეციალური პანდუსები. მემორანდუმის თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისის მერიას პროექტის განსახორციელებლად 27,000,000 ...

Read More »

ირაკლი გვილავა – სოციალურად დაუცველი სტუდენტები სწავლის 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ

სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა 2015 წლის ანგარიში წარადგინა ანგარიშის მიხედით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი 2015“- ის ფარგლებში აშენდა 5  სპორტული ობიექტი,  2 სპორტულ  ობიექტს კი  სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასევე,  გასულ წელს თბილისმა უეფა-ს სუპერთასს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მოხდა ,,დინამო არენას’’ სრული რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია კომენტირების ახალი სისტემის დანერგვა, რომლის მეშვეობითაც უსინათლო და მცირემხედველ გულშემატკივრებს მატჩის სრულად  აღქმის შესაძლებლობა მიეცემათ. ...

Read More »