Home » Tag Archives: შემოსავლების სამსახური

Tag Archives: შემოსავლების სამსახური

შემოწმების შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მეწარმეს ზედმეტად გადახდილი 33000 ლარი უკან დაუბრუნა

შემოწმების შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მეწარმეს ზედმეტად გადახდილი 33000 ლარი უკან დაუბრუნა

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი გაბუნია პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ  შემოსავლების სამსახურმა მისი კომპანია შეამოწმა და შემოწმების შემდგომ, წლების განმავლობაში, ბიუჯეტში გადახდილი ზედმეტი თანხა 33 000 ლარი დაუბრუნა უკან. თუკი წინა წლებში არსებულ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ფაქტი საკმაოდ პოზიტიურია და ხაზს უსვამს იმას, რომ შემოსავლების სამსახური არა მხოლოდ აღარ აჯარიმებს ტყუილად მეწარმეებს, არამედ შეცდომით ზედმეტად გადახდილ თანხასაც კი უკან უბრუნებს. გთავაზობთ ...

Read More »

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია საჯარო 2017 წლიდან გახდა, არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება სპეციალურ განაცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ 2012 წლიდან, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის სტატუსის, სახელწოდების, მისამართის, საიდენტიფიკაციო ნომრისა და საგადასახადო დავალიანების შესახებ არის საჯარო. ”შესაბამისი ცვლილებები ”საგადასახადო კოდექსში” ...

Read More »

ერთი კვირის განმავლობაში საგადასახადო სამართალდარღვევის 824 ფაქტი გამოვლინდა

ერთი კვირის განმავლობაში საგადასახადო სამართალდარღვევის 824 ფაქტი გამოვლინდა

ერთი კვირის განმავლობაში (6-12 თებერვალს), შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 824 ფაქტი გამოვლინდა.   შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 8,403 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 82 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 125 შემთხვევა; მომხმარებელთან ...

Read More »

შესყიდვების სააგენტო სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად შევსების წესს ამკვიდრებს

შესყიდვების სააგენტო სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად შევსების წესს ამკვიდრებს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად შევსების წესს ამკვიდრებს. კანონში შესული ცვლილების თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია სისტემაში განთავსდება ელექტრონულად. ამ მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა შეავსოს ელექტრონული კითხვარი, რომლიც გენერირებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმების შემუშავებას წინ უძღოდა შემსყიდველი ორგანიზაციების წამომადგენლებთან გამართული არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა, რომლებზეც, გამოთქმული შენიშვნების/რეკომენდაციების გათვალისწინებით, სააგენტო სრულყოფდა სატესტო რეჟიმში შემუშავებულ მოდულს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ...

Read More »

გიორგი თაბუაშვილი: ავანსი დღგ-თი დაიბეგრება

გიორგი თაბუაშვილი: ავანსი დღგ-თი დაიბეგრება

კანონში ცვლილება უკვე განხორციელებულია, ამიტომ ავანსი დაიბეგრება დღგ-თი, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. თაბუაშვილის თქმით, საუბარი უკვე რაიმე სხვა ცვლილებაზე აღარ არის და აღნიშნული ცვლილება, რასაც ავანსის დღგ-თი დაბეგვრა გულისხმობს, ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების პროცესში განხორციელდა. თაბუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის სწორი მიდგომა და აღნიშნული მიდგომა დანერგილია ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ...

Read More »

საბაჟოზე დიდი ოდენობით სიგარეტის კონტრაბანდა გამოავლინეს

საბაჟოზე დიდი ოდენობით სიგარეტის კონტრაბანდა გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის მიერ, 40 940 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ დიდი ოდენობით, 22 340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი საქართველოში სომხეთის მოქალაქეს, გ.ს-ს კუთვნილ ავტომანქანაში, სავარძლების ქვეშ, ძარის კონსტრუქციაში, სათადარიგო საბურავის შესანახ ადგილას, ასევე მანქანის იატაკის ქვეშ მოწყობილი სპეციალური სამალავებით შემოჰქონდა ასევე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი – 18 600 ღერი, მებაჟე ...

Read More »

შემოსავლების სამსახური ფიზიკური პირების საყურადღებოდ განმარტებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური ფიზიკური პირების საყურადღებოდ განმარტებას ავრცელებს

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა. გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური დეტალურ განმარტებას აკეთებს ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ: გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელსაც კანონი ავალდებულებს დეკლარაციის შევსებას, მიეკუთვნება ფიზიკური პირი, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი საანგარიშო პერიოდის წინა ...

Read More »

„იავნანამ“ კიდევ უფრო სკანდალური ციფრები დადო, ძველ და ახალ მაჩვენებლებს შორის აცდენებია

„იავნანამ“ კიდევ უფრო სკანდალური ციფრები დადო, ძველ და ახალ მაჩვენებლებს შორის აცდენებია

საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ შემოსავლებისა და გასავლების შესახებ ცხრილებს აქვეყნებს. მონაცემები, რომელიც მხოლოდ 2011-15 წლებს ეხება, ფონდმა საკუთარ ვებგვერდზე ატვირთა. როგორც ჩანს, აქ მოცემული ციფრები კიდევ უფრო სკანდალურია და კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. „პრაიმტაიმმა“ ცხრილები ჩამოტვირთა და თითოეული ციფრი ექსპერტებთან ერთად გაიარა. ჩვენ ახალი ციფრები ძველ მონაცემებს შევადარეთ. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, „იავნანას“ მიერ შემოსავლების სამსახურისთვის გადაგზავნილი ციფრები შევადარეთ ...

Read More »

თურქეთის მიერ საქართველოს გავლით აზერბაიჯანში ტრანზიტი შეუფერხებლად ხორციელდება

თურქეთის მიერ საქართველოს გავლით აზერბაიჯანში ტრანზიტი შეუფერხებლად ხორციელდება

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თურქეთის მიერ საქართველოს გავლით აზერბაიჯანში ტრანზიტი შესაძლო შეჩერების თაობაზე,  შემოსავლების სამსახურში აბსურდულს უწოდებენ. უწყების განმარტებით, საკითხის ამგვარად დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. როგორც ,,ბიზნესპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არც ერთი ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომობილი არ ფერხდება. ,,შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ვაცხადებთ ოფიციალურად, რომ თურქეთს საქართველოს გავლით ტრანზიტის შეჩერების ...

Read More »

მოქალაქეები “დაუბეგრავი მინიმუმით” ვეღარ ისარგებლებენ

მოქალაქეები "დაუბეგრავი მინიმუმით" ვეღარ ისარგებლებენ

ბოლო ორი წლის განმავლობაში, 1-ლი აპრილიდან იმ მოქალაქეებს, რომელთა მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატებოდა 6 000 ლარს, უფლება ჰქონდათ შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან “დაუბეგრავი მინიმუმი” გამოექვითათ. საქართველოს მოქალაქეები წელს “დაუბეგრავი მინიმუმის” დაბრუნებას ვერ შეძლებენ. როგორც შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, აღნიშნული ცვლილება საგადასახადო კანონმდებლობაში ორი წლის ვადით იყო განსაზღვრული და პროექტი მხოლოდ 2013-2014 ...

Read More »