Home » Tag Archives: სესხი

Tag Archives: სესხი

აგვისტოში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 343.29 მლნ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 478.45 მლნ ლარით, ანუ 1.21%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 40.07 მლრდ ლარი შეადგინა. ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 343.29 მლნ ლარით, ანუ 1.82%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 135.17 მლნ ლარით, ანუ 0.65%-ით გაიზარდა. ამასთან, ცენტრალური ...

Read More »

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის, $15-მილიონიანი სესხით დაეხმარება

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად კორონავირუსული დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად და ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. პროქტი დაეხმარება საქართველოს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას დაახლოებით 700,000 დოზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, ასევე ნემსების, უსაფრთხოების ყუთებისა და ვაქცინაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენასა და ჩამოტანაში. სესხს აფინანსებს ADB-ის აზია-წყნარი ოკეანის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის $9 მილიარდიანი პროგრამა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დაარსდა და ბანკის ...

Read More »

სესხების გაცემის მიმართულებით საბანკო რეგულაციები მარტივდება

საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წელს საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. შესაბამისი ცვლილებები სავარაუდოდ, მომავალი წლის მარტამდე განხორციელდება. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. დღეისთვის სესხის მომსახურების კოეფიციენტები ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი – 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე, 2000-დან 4000 ლარამდე და 4000 ლარზე მეტი. ცვლილების შემდეგ, დარჩება მხოლოდ ორი კატეგორია. ...

Read More »

საქართველოს მთავრობას სესხის პროცენტის თანადაფინანსებით 166-მა მცირე და საოჯახო სასტუმრომ მიმართა

საქართველოს მთავრობას სესხის პროცენტის თანადაფინანსებით 166-მა მცირე და საოჯახო სასტუმრომ მიმართა

სესხის პროცენტის თანადაფინანსების მოსაპოვებლად სახელმწიფოს 166-მა მცირე და საოჯახო სასტუმრომ მიმართა. რუსული ავიასანქციების შემდეგ ტურიზმის ინდუსტრიაში შექმნილი პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებად, სახელმწიფომ მცირე და საოჯახო სასტუმროებს სესხის პროცენტის თანადაფინანსების მექანიზმი შესთავაზა, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, 1-ელი სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში სააგენტოში 166 განაცხადი შევიდა, საიდანაც ...

Read More »

სესხის ამომღები კომპანიები სამუშაო მეთოდებს არ ცვლიან – შანტაჟი და მუქარა მსესხებლების წინააღმდეგ

სესხის ამომღები კომპანიები სამუშაო მეთოდებს არ ცვლიან – შანტაჟი და მუქარა მსესხებლების წინააღმდეგ

“ფინანსური ბიურო” მოქალაქეს 10 წლის წინ სხვის მიერ აღებული სესხის გადახდას სთხოვს საქართველოში უკვე იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ბანკთან, მიკროსაფინანსო ან ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციასთან ურთიერთობა არ აქვს. შესაბამისად, არსებობს იმის რისკიც, რომ ეს ურთიერთობები გაპრობლემდეს. ამ რისკის დადგომის ალბათობას, კიდევ უფრო რეალურს ხდის ქვეყანაში არსებული არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და მძიმე სოციალური ფონი. საკრედიტო ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ხშირად ...

Read More »

შემოსავლების მოცულობა, რომლის აზარტულ თამაშებში დახარჯვის შემთხვევაში ბანკი სესხს არ მოგცემთ

შემოსავლების მოცულობა, რომლის აზარტულ თამაშებში დახარჯვის შემთხვევაში ბანკი სესხს არ მოგცემთ

„თუ თქვენი შემოსავლის 10%-ზე მეტს აზარტულ თამაშებზე ხარჯავთ, ბანკი სესხს არ მოგცემთ“ – ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „ჩვენ ხშირად ვაკეთებთ იმ მიზეზების მონიტორინგს – თუ რატომ არ უმტკიცდება მოქალაქეს სესხი, მითუმეტეს, რომ რეგულაციების ფონზე საკმაოდ გახშირებულია შემთხვევები, როდესაც ადამიანს უარს ეუბნებიან. ამასთან, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ადამიანებს უარი იმის გამო უთხრეს, რომ ...

Read More »

ბანკები 200 000 ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემას მხოლოდ უცხოელებზე შეძლებენ

ბანკები 200 000 ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემას მხოლოდ უცხოელებზე შეძლებენ

ბანკები 200 000 ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემას მხოლოდ უცხოელებზე შეძლებენ. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები 200 ათას ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეძლებენ. ბრძანების თანახმად, კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 ათას ლარამდე სესხები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ გაცემა ხორციელდება საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე  ან/და საქართველოში ...

Read More »

„მაღალი სპრედი აფერხებს ბიზნეს დაკრედიტებას და ზოგადად ბიზნესის განვითარებას“

„მაღალი სპრედი აფერხებს ბიზნეს დაკრედიტებას და ზოგადად ბიზნესის განვითარებას“

 „მაღალი სპრედი აფერხებს ბიზნეს დაკრედიტებას და ზოგადად ბიზნესის განვითარებას ზოგადად“ ეკონომიკაში და საბანკო სექტორში არსებულ გამოწვევებზე, გთავაზობთ „ბანკები და ფინანსების“ ინტერვიუს  წამყვან საბანკო და საფინანსო ექსპერტთან პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან. – კვლევაში “საქართველოს ეკონომიკა და საბანკო სექტორის განვითარების ზოგადი ტენდენციები 2012-2018 წლებში“, თქვენს მიერ გარდა პოზიტიური ტენდენციებისა, აღნიშნულია ის ნეგატიური ტენდენციები და გამოწვევები რომლის წინაშეც დგას საბანკო სექტორი, ერთ-ერთ ასეთ გამოწვევად ...

Read More »

სესხები დიდი სისწრაფით ძვირდება

სესხები დიდი სისწრაფით ძვირდება

სესხები დიდი სისწრაფით ძვირდება სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მკვეთრად გაიზარდა. ბოლო ერთ თვეში მოკლევადიან კრედიტებზე მატებამ 3,3% შეადგინა. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ზრდის ერთ-ერთი მიზეზი რეგულაცია და საფინანსო რესურსებზე წვდომის გართულებაა. კომერციული სექტორი დეფიციტის შევსებას საპროცენტო განაკვეთის მატების ხარჯზე ცდილობს. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრისთვის ლარში გაცემულ მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებზე საპოცენტო განაკვეთმა 3,3%-ით მოიმატა და 27%-ს შეადგენს (სექტემბერში ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი – სესხს მიიღებს ყველა, ვისაც გადახდის საშუალება ექნება

ივანე მაჭავარიანი - სესხს მიიღებს ყველა, ვისაც გადახდის საშუალება ექნება

საბანკო სესხს მიიღებს ყველა, ვისაც გადახდის საშუალება ექნება, – ამის შესახებ ახალ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მაჭავარიანს ჟურნალისტებმა ბანკების პროგნოზთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესი, რომელიც 1 ნოემბრიდან ამოქმედდება, 3 პროცენტით შეამცირებს ეკონომიკის ზრდას. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ნეგატიური გავლენა პროგნოზირებულია, მხოლოდ 0.6 პროცენტზე, ისიც მხოლოდ მოკლე ვადაში. „ჩვენი მოლოდინი იყო, რომ 0,6 ...

Read More »