Home » Tag Archives: სესხები

Tag Archives: სესხები

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 10%-ზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 15 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „ინფლაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად რჩება და ფასების ზრდის ტრაექტორიამ ბევრ, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყანაში, პროგნოზირებულს გაცილებით გადააჭარბა. საქართველოშიც აგვისტოს წლიურმა ინფლაციამ მოსალოდნელზე მაღალი, 12.8 პროცენტი, შეადგინა. ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს, ...

Read More »

რა მდგომარეობაა ტექნიკის მაღაზიებში საბანკო რეგულაციებიდან ერთი წლის თავზე

რა მდგომარეობაა ტექნიკის მაღაზიებში საბანკო რეგულაციებიდან ერთი წლის თავზე

ტექნიკის მაღაზიები გაყიდვების შემცირებაზე მიუთითებენ სამომხმარებლო სესხები კი იზრდება უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა ეროვნული ბანკის რეგულაციებიდან, რომელიც სრულად 1 იანვარს ამოქმედდა და, რომელმაც, მთელი საფინანსო სექტორი მოიცვა. ჩვენი საფინანსო სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცხადია სებ-ის რეგულაციები, ყველაზე მეტად კომერციულ ბანკებს შეეხო. კერძოდ, 1 იანვრიდან მომხმარებლების გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემა აიკრძალა. რეგულაციების სტრუქტურიდან გამომდინარე, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ცვლილებები ...

Read More »

200 ათას ლარამდე სესხები დღეიდან მხოლოდ ლარში გაიცემა

200 ათას ლარამდე სესხები დღეიდან მხოლოდ ლარში გაიცემა

200 ათას ლარამდე სესხების გაცემა დღეიდან მხოლოდ ლარში იქნება შესაძლებელი. აღნიშნული წესი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე ვრცელდება. შესაბამისი ცვლილება 2018 წლის ბოლოს სამოქალაქო კოდექსში შევიდა და დღეიდან ამოქმედდა. მანამდე ლარში გასაცემი სესხის ზღვარი 100 ათას ლარს შეადგენდა. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანებით დაწესდა გამონაკლისები. კერძოდ, ბანკებს 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა უცხოურ ვალუტაში საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე ...

Read More »

“შესაძლოა, ვებგვერდის გაშვება ოდნავ დაგვიანდეს, რადგან სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე ორგანიზაცია ჩაერთო”

"შესაძლოა, ვებგვერდის გაშვება ოდნავ დაგვიანდეს, რადგან სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე ორგანიზაცია ჩაერთო"

„სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ჩაერთო, რომლებსაც საწყის ეტაპზე თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. „ამ ეტაპზე, შესაძლოა, ვებგვერდის გაშვება ოდნავ დაგვიანდეს იმის გამო, რომ დაახლოებით, 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია დამატებით ჩაერთო პროექტში და მათი ბაზებიც შესაჯერებელია ერთიან მონაცემებთან. ტექნიკური სამუშაოები აქტიურად ...

Read More »

„მნიშვნელოვანია, რომ სესხების განულებამ გავლენა არ მოახდინოს სამომავლოდ გადახდის დისციპლინაზე“

„მნიშვნელოვანია, რომ სესხების განულებამ გავლენა არ მოახდინოს სამომავლოდ გადახდის დისციპლინაზე“

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე აცხადებს, რომ ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება ვადაგადაცილებული მომხმარებლების დავალიანებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, „საქართველოს ბანკმა“ მიაღწია წინასწარ შეთანხმებას „ქართუ ჯგუფთან“ ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გასხვისებასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, აღნიშნული შეთანხმება მოიცავს ვალების ნაწილს, რომელთა ძირი თანხა 2000 ლარამდეა. „ეს იყო ჩვენი მხრიდან კომერციული ტრანზაქცია. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ტრანზაქციის ...

Read More »

გიორხელიძე სესხების განულებაზე – ეს ხალხი ისევ ვალებში შევა, რადგან სხვა გზა არ აქვთ

გიორხელიძე სესხების განულებაზე - ეს ხალხი ისევ ვალებში შევა, რადგან სხვა გზა არ აქვთ

ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” ვალების განულებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. მისი შეფასებით, საბანკო დავალიანების განულებას გადაწყვეტილებას ქვეყნის განვითარებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ არსებული „მახინჯი საბანკო სისტემა არ შეიცვლება”. როგორც გიორხელიძემ აღნიშნა, ის 600 000 ადამიანი, ვისაც დავალიანება გაუნულდება, ისევ ვალებს აიღებს, რადგან სხვა გზა არ აქვთ. მისივე თქმით, ხელისუფლებას დაავიწყდა, რა პრობლემებია ქვეყანაში. ...

Read More »

„ჩვენი მიზანია, მომხმარებლებმა სესხების თავისუფლად მომსახურება შეძლონ და ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას“

„ჩვენი მიზანია, მომხმარებლებმა სესხების თავისუფლად მომსახურება შეძლონ და ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას“

ჩვენი მიზანია, მომხმარებლებმა სესხების თავისუფლად მომსახურება შეძლონ და მომავალში ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ახალ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ფიზიკური პირების საცალო პროდუქტების დაფინანსების დებულების მიზანია,  ფიზიკურმა პირებმა სესხის ისე აღება შეძლონ, რომ მისი გადახდის მხრივ პრობლემა არ შეექმნათ. „კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს ხდება ფიზიკური პირების სამომხმარებლო სესხებს. რაც ...

Read More »

„ბანკები და საფინანსო კომპანიები ხანდაზმულ სესხებს აცოცხლებენ“

„ბანკები და საფინანსო კომპანიები ხანდაზმულ სესხებს აცოცხლებენ“

„ბანკები და საფინანსო კომპანიები ხანდაზმულ სესხებს აცოცხლებენ“. ამის შესახებ პრობლემურ მსესხებელთა ასოციაციაში აცხადებენ. მათივე ცნობით, სესხის ხანდაზმულობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დადგენილი ვადაა, რომლის გასვლის შემდეგაც, პირი სხვა პირის მიმართ მოთხოვნის უფლებას კარგავს. „ხანდაზმულობა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან იწყება. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ ან როდესაც მოვალის მიერ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და ...

Read More »

სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია საგრძნობლად შემცირდა

სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია საგრძნობლად შემცირდა

ბოლო წლის განმავლობაში საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშივილმა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2015-16 წლები, თუ რამდენად მტკივნეული იყო მოსახლეობისთვის, როდესაც მოხდა ლარის დევალვაცია. „იმის გამო, რომ დოლარში იყო გაცემული სესხები, რეალურად ძალიან მძიმე ...

Read More »

როგორ შეიცვალა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ბოლო წლებში?

როგორ შეიცვალა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ბოლო წლებში?

bankfacts.ge ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელშიც გაანალიზებულია, თუ როგორ შეიცვალა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ბოლო წლებში. კვლევის თანახმად, 2012 დან 2017 წლამდე საპროცენტო განაკვეთები სესხებზე შემცირდა 6 პროცენტული პუნქტით 18.6%-დან 12.6%-მდე. იმისათვის რომ გავაანალიზოთ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება, საბაზრო განაკვეთების ნაცვლად, უნდა შევხედოთ სამართლიან საპროცენტო განაკვეთებს. სამართლიანი საპროცენტო განაკვეთი ყოველი კონკრეტული მომენტისათვის გამოითვლება ??? რომელიც როგორ წესი ახლოს არის საბაზრო განაკვეთთად. ...

Read More »