Home » Tag Archives: სემეკი

Tag Archives: სემეკი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სპეციალური განცხადება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ჯივიპის გადაწყვეტილებით სემეკის მიერ ახალი რეგულაციების შემუშავებამდე, ბინათმესაკუთრეები, რომლებიც ბინებს დღიურად აქირავებენ,  წყლის საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან. საქართველოს მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის საჯარო სხდომის გადაწყვეტილებით დაწყებულია მუშაობა  რეგულაციებზე, რომელიც გულისხმობს  ახალი მიდგომების შემუშავებას იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც საკუთარებაში არსებულ  სახლებს ან ბინებს  დღიურად აქირავებენ AirBnB-ს,  Booking.com-ის ან სხვა მსგავსი ონლაინ პლატფორმების   საშუალებით. აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით  ჯორჯიან უოთერ ...

Read More »

სს „თელასსა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ახალი ტარიფები დაუდგინდათ

სს „თელასსა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ახალი ტარიფები დაუდგინდათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასსა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები დაუდგინა. ტარიფების მოქმედების ვადაა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სს „თელასის“ სამომხმარებლო ტარიფებია: საყოფაცხოვრებო ტარიფები (დღგ-ს ჩათვლით) 0 კვტ.სთ 101 კვტ.სთ 14.544 თეთრი 101 კვტ.სთ 301 კვტ.სთ 18.556 თეთრი 301 კვტ.სთ ზევით 23.040 თეთრი   არასაყოფაცხოვრებო ტარიფები (დღგ-ს ჩათვლით) 110-35 კვ ძაბვაზე – 16.111 თეთრი/კვტსთ; 10-6-33 ...

Read More »

თბილისში ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა

თბილისში ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა

სემეკის გადაწყვეტილებით, „თელასის“ აბონენტებისთვის 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე კომერციული ტარიფი 1,5 თეთრით გაიზრდება. შესაბამისი დადგენილების პროექტს კენჭი სემეკის დღევანდელ სხდომაზე უყარეს. შეგახსენებთ, რომ დღემდე 101 კილოვატსაათამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო ტარიფი 12,980 თეთრი იყო, 101-დან 301 კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე – 16,992 თეთრი, 301 კილოვატსაათიდან ზემოთ ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის კი 21,476 თეთრი ღირდა.

Read More »

სემეკი 25 დეკემბრის სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს

სემეკი 25 დეკემბრის სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 25 დეკემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს ჰიდროელექტორსადგურების – ჟინვალჰესის, რიონჰესის, ლაჯანურჰესის, ძევრულჰესის, გუმათჰესების კასკადის და შაორჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზე. ასევე, 25 დეკემბრის სხდომაზე დადგინდება სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის” ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები. სხდომა დაიწყება 12:00 საათზე. სხდომა საჯაროა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

Read More »

“იმედი გვაქვს, სემეკი სამართლიანად დაითვლის ტარიფს როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ჩვენი კომპანიისთვის”

"იმედი გვაქვს, სემეკი სამართლიანად დაითვლის ტარიფს როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ჩვენი კომპანიისთვის"

საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს შემდეგი 3 წლის განმავლობაში, კომპანია 200 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, – ამის შესახებ GWP -ის საივესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გურამ ახვლედიანმა ჟურნალისტებს სემეკის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. “ჩვენ კომპანიას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს შემდეგი 3 წლის განმავლობაში. კომპანია 200 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. კერძოდ, ეს იქნება წყალმომარაგების ქსელის და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების განვითარება და ...

Read More »

სემეკმა ელექტროენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა

სემეკმა ელექტროენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 12 დეკემბრის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების საინვესტიციო გეგმები განიხილა. შპს „ენგურჰესის“ 2017-2019 წლების კომისიასთან შეთანხმებული ინვესტიციები 94 304 000 ლარით განისაზღვრა; შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ 2017-2019 წლის ინვესტიციები – 37 581 700 ლარით; „გუმათჰესების კასკადის“ – 11 150 000 ლარით; „ლაჯანურჰესის“ – 4 738 759 ლარით; „რიონჰესის“ – 13 729 085 ...

Read More »

 „თელასის“ თემურ ჭიჭინაძის ბრალდებებს პასუხობს

 „თელასის“ თემურ ჭიჭინაძის ბრალდებებს პასუხობს, მაგრამ სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის ხელშეკრულებები ისევ კონფიდენციალურია

სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის ხელშეკრულებები ისევ კონფიდენციალურია კომპანია „თელასი“ საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობას უარყოფს, სემეკში კი თავის მხრივ აცხადებენ, რომ კომპანიებთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციას მუდმივად ასაჯაროვებენ. ენერგეტიკოსმა თემურ ჭიჭინაძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ განაცხადა, რომ სამომხმარებლო ტარიფები ელექტროენერგიაზე ზედმეტად „გაბერილია“ და კომპანიები „ენერგო პრო ჯორჯია“ და „თელასი“ საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებენ. „თელასს“ უნდა შეემცირებინა ტარიფი, როცა ...

Read More »

“2012 წლიდან კატასტროფულად არის გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფი, რისი აუცილებლობაც არ იყო”

"2012 წლიდან კატასტროფულად არის გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფი, რისი აუცილებლობაც არ იყო"

სემეკის მონაცემებით საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ  3.5 პროცენტით იზრდება. ელექტროენერგიის დეფიციტური წარმოების პირობებში, დენის იმპორტი გასულ წელთან შედარებით საქართველოში თითქმის გაორმაგდა. სპეციალისტების შეფასებით, სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ ადგილობრივ ბაზარზე დღეს ორი მონოპოლისტი კომპანია ,,თელასი’’ და ,,ენერგო პრო ჯორჯია’’ ოპერირებს, შესაბამისად სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დენის გაძვირების პერსპექტივაც ყოველთვის დიდი იქნება. ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძის თქმით, რისკები, ტარიფებთან დაკავშირებით ნამდვილად შესამჩნევია. მისივე ...

Read More »

“დღეს უბრალოდ წარმოუდგენელია, გავაკეთოთ რაიმე პროგნოზი ელექტროენერგიის მოსალოდნელ ტარიფთან დაკავშირებით”

"დღეს უბრალოდ წარმოუდგენელია, გავაკეთოთ რაიმე პროგნოზი ელექტროენერგიის მოსალოდნელ ტარიფთან დაკავშირებით"

დღეს ჩვენგან უბრალოდ წარმოუდგენელია, გავაკეთოთ რაიმე პროგნოზი ელექტროენერგიის მოსალოდნელ ტარიფთან დაკავშირებით, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ გუშინ, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხად. კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება, ირინა მილორავას განცხადებით, კომისიას ჯერ კიდევ არ აქვს ნანახი ის დოკუმენტები, რაც სემეკშია წარმოდგენილი, რადგან სატარიფო განაცხადები წარმოდგენილია სულ რამდენიმე დღეა და სემეკი ახლა იწყებს უკვე შესწავლას. ,,სამომხმარებლო ტარიფი ...

Read More »

18 ივლისს სემეკი ბუნებრივი გაზის  სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებს

18 ივლისს სემეკი ბუნებრივი გაზის  სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებს

მიმდინარე წლის 17 ივლისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებს. მიმდინარე წლის 18 ივლისს კომისია განიხილავს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებს. ...

Read More »