Home » Tag Archives: სასტუმრო

Tag Archives: სასტუმრო

მთავრობა ონში სასტუმროს ასაშენებლად ინვესტორს ეძებს

მთავრობა ონში სასტუმროს ასაშენებლად ინვესტორს ეძებს

მთავრობა ონში სასტუმროს ასაშენებლად ინვესტორს ეძებს. სასტუმროს აშენება პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში იგეგმება. ამ მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვახტანგ VI-ის ქუჩაზე 1149 კვ.მ.  მიწის ნაკვეთს ყიდის. პირობების თანახმად, ინვესტორმა ტერიტორიაზე მინიმუმ 10 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს.

Read More »

თბილისში სასტუმრო „მოქსი“ ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში სასტუმრო „მოქსი“ ოფიციალურად გაიხსნა

“ჯი-ემ-თი ჯგუფის” ახალი კომპლექსის ფარგლებში, სასტუმრო „მოქსი“ ოფიციალურად გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სასტუმრომ ფუნქციონირება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, თუმცა ახლა, მისი გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. „მინდა, ყველას მოგილოცოთ და პირველ რიგში “ჯი ემ თი-ს” გუნდს, ვისი ძალისხმევითაც ასეთი კარგი ობიექტი შეემატა ქალაქს. მინდა, მივულოცო თბილისს, რომ მარცხენა სანაპიროზე ასეთი საინტერესო პროექტი გაკეთდა, რაც ტურისტულად ისედაც ...

Read More »

ბათუმში მალე ახალი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „გრანდ გლორია“ გაიხსნება

ბათუმში მალე ახალი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „გრანდ გლორია“ გაიხსნება

თანამედროვე სტანდარტების ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „გრანდ გლორია“ ბათუმში ივნისში გაიხსნება. დასკვნით ტექნიკურ სამუშაოებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო. სასტუმროს შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს შპს „გლორიას“ დირექტორმა მურატ თანსუმ მიაწოდა. შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენ. კონსული პარვიზ ისმაილზადა ესწრებოდა. სასტუმროს მშენებლობით აჭარაში 31 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.მშენებლობის პროცესში 200, ხოლო სასტუმროს ფუნქციონირებისას ...

Read More »

ილიას ტბასთან სასტუმრო აშენდება – პროექტზე 5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ილიას ტბასთან სასტუმრო აშენდება - პროექტზე 5 მილიონი ლარი დაიხარჯება

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ 40 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი აშენდება. სასტუმროს მოსაწყობად ინვესტორი სულ მცირე 5 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 40 ადამიანს დაასაქმებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 152 000 ლარად ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ არსებული 29 962 კვ.მ უძრავი ქონება გაყიდა. შეგახსენებთ, რომ ...

Read More »

სახელფასო რეიტინგი – საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება სამშენებლო სექტორშია

სახელფასო რეიტინგი – საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება სამშენებლო სექტორშია

საქართველოში საშუალო თვიური ანაზღაურება 2017 წლის მესამე კვარტალში ერთი წლის ჭრილში 89 ლარით გაიზარდა და 1069 ლარს მიაღწია. ყველაზე მაღალი ანაზღაურება სამშენებლო სექტორშია და იგი 1999 ლარით განისაზღვრება, ამ სექტორში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თვიური ანაზღაურება მნიშვნელოვნად, 539 ლარით არის გაზრდილი, მეორე ადგილზე ანაზღაურების მაჩვენებელით (1861 ლარით) საფინანსო სექტორია. ერთ-ერთი მაღალი ანაზღაურებაა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, ასევე მაღალია ხელფასი სახელმწიფო მმართველობაში. ყველაზე ...

Read More »

რა მოხდა “ლეოგრანდში” – სასტუმროს მენეჯმენტის ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები

რა მოხდა "ლეოგრანდში" - სასტუმროს მენეჯმენტის ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები

გსულ კვირას ბათუმში, კონკრეტულად კი 24 ნოემბერს, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. ...

Read More »

ქობულეთში ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი და გამორჩეული სასტუმრო შენდება

ქობულეთში ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი და გამორჩეული სასტუმრო შენდება

“ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. ახალი ინვესტიცია 200 მილიონ ლარს მოიცავს და ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გამორჩეულ სასტუმრო-პროექტს წარმოადგენს” – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა. – ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. ახალი ინვესტიცია 200 მილიონ ლარს მოიცავს და ამიერკავკაშიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გამორჩეულ სასტუმრო-პროექტს წარმოადგენს. მინდა გავიხსენო შეხვედრები მოსახლეობასთან, მათ შორის ...

Read More »

მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სასტუმრო აშენდება

მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სასტუმრო აშენდება

მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სასტუმროს აშენება იგეგმება. ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯომარემ, ზურაბ პატარაძემ, “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა. -მახუნცეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი უნიკალური და ულამაზესი ადგილია, ახლაც რომ მივიდეთ, უამრავი ტურისტი დაგვხვდება. ჩვენ ვმუშაობთ გენ განვითარების გეგმაზე, იქ რამდენიმე სასტუმროს აშენების მსურველიცაა. საპარტნიორო ფონდთან ერთად ვიმყოფებოდით მახუნცეთის ჩანჩქერთან. უკვე დაიგეგმა კონკრეტული პროექტი და დაკვეთილი იქნება გენ განვითარების გეგმაც. ჩვენც მზად ...

Read More »

სასტუმროების 99.5% კერძო, ხოლო 0.5% – სახელმწიფო საკუთრებაშია

სასტუმროების 99.5% კერძო, ხოლო 0.5% – სახელმწიფო საკუთრებაშია

2016 წელს მოქმედი სასტუმროების 99.5% კერძო საკუთრებაშია, ხოლო 0.5% – სახელმწიფო საკუთრებაში. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1675.1 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა (29.5%-ით მეტი, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით). აქედან იჯარით გაცემულია 28.7 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელმა ფართობმა 821.4 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა (33.3%ით მეტი, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან ...

Read More »

კვარიათში ახალი სასტუმრო კომპლექსი „თვინ თაუერსი“ აშენდება

კვარიათში ახალი სასტუმრო კომპლექსი „თვინ თაუერსი“ აშენდება

კვარიათში ახალი სასტუმრო კომლექსის „თვინ თაუერსის“ მშენებლობა დაიწყო. სასტუმროს მშენებლობის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. ზურაბ პატარაძის თქმით, პროექტის საერთო ინვესტიცია 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „რეგიონში 30 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება, რაც რეგიონის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ინვესტიცია ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას. დასაქმდება 500-მდე საქართველოს მოქალაქე. მომავალში მრავალი პროექტი იქნება დაანონსებული ...

Read More »