ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოს საბანკო სისტემამ გაუძლო არაერთ ეგზოგენურ შოკს. ამავე დროს შეინარჩუნა სტაბილურობა და სიცოცხლისუნარიანობა, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ საბანკო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს საბანკო სფეროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. „90-იანი წლების ბოლოს 200-ზე მეტი რეგისტრირებული ბანკიდან, რომელთა უდიდესი ნაწილის კაპიტალიზაცია მხოლოდ ქაღალდზე ფიქსირდებოდა, ...
Read More »