Home » Tag Archives: საქართველოს მთავრობა

Tag Archives: საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობას სესხის პროცენტის თანადაფინანსებით 166-მა მცირე და საოჯახო სასტუმრომ მიმართა

საქართველოს მთავრობას სესხის პროცენტის თანადაფინანსებით 166-მა მცირე და საოჯახო სასტუმრომ მიმართა

სესხის პროცენტის თანადაფინანსების მოსაპოვებლად სახელმწიფოს 166-მა მცირე და საოჯახო სასტუმრომ მიმართა. რუსული ავიასანქციების შემდეგ ტურიზმის ინდუსტრიაში შექმნილი პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებად, სახელმწიფომ მცირე და საოჯახო სასტუმროებს სესხის პროცენტის თანადაფინანსების მექანიზმი შესთავაზა, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, 1-ელი სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში სააგენტოში 166 განაცხადი შევიდა, საიდანაც ...

Read More »

მთავრობამ ფერმერთა დახმარების ახალი პროგრამა დაამტკიცა

მთავრობამ ფერმერთა დახმარების ახალი პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ფერმერთა დახმარების ახალი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ფერმერებისთვის მექანიზაციის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „2018 წელს მთავრობამ დაიწყო მექანიზაციის დაფინანსება აგროკრედიტის ფარგლებში, მაგრამ ვხედავთ, რომ ტექნიკაზე წვდომის უზრუნველსაყოფად საჭიროა, მათ შორის საგრანტო თანადაფინანსება. ახალი პროგრამის ფარგლებში, 50 პროცენტი გრანტით განხორციელდება სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება. მაქსიმალური ლიმიტი 150 ათასი ...

Read More »

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

დღეს საქართველოს სულ 14 სამინისტრო აქვს და შესაბამისად, 14 მინისტი და პრემიერია.  „ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა. მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 1992 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის დარგში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1995  წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1998 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ილინოისის უნივერსიტეტში ფინანსები დარგში მაგისტრატურა დაამთავრა. ...

Read More »

მთავრობამ ბანკების წინააღმდეგ პირველად გაილაშქრა

მთავრობამ ბანკების წინააღმდეგ პირველად გაილაშქრა

ფინანსთა მინისტრის განცხადების შემდეგ ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში დიდ ცვლილებებს ელოდებიან რეალური სექტორისა და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკისადმი ბანკების ნეგატიური დამოკიდებულება ბოლოს და ბოლოს მთავრობამაც დაადასტურა. ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირდაპირ დაადანაშაულა საბანკო სისტემა ეკონომიკის დამუხრუჭებაში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საფინანსო სექტორმა მთავრობისგან მწვავე დარტყმა იგემა. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ ეკონომიკაზე ბანკების გავლენა შემცირდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი იქნება. “მაღალპროცენტიანი ...

Read More »

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაგეგმილზე 84%-ით მეტი თანხა დაიხარჯა

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაგეგმილზე 84%-ით მეტი თანხა დაიხარჯა

დაგეგმილი 40 მილიონი ლარის ნაცვლად, 2017 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 73,7 მილიონი ლარი დაიხარჯა. მონაცემები სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მონაცემების თანახმად, გეგმის გადაჭარბებამ 84 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის თანხები სარეზერვო ფონდიდან შარშან სპორტის მიმართულებაზე დაიხარჯა. მათ შორის, 6,999 მილიონი მოხმარდა „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს“; 9,443 მილიონი ლარი – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და მართვას; 1,315 ...

Read More »

რომან გოცირიძე: მთავრობა ახალ მავნებლობაში ჩაერთო და ლარი შარშანდელ გზას გაუყენა

რომან გოცირიძე: მთავრობა ახალ მავნებლობაში ჩაერთო და ლარი შარშანდელ გზას გაუყენა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მთავრობას ეკონომიკურ პოლიტიკას უწუნებს. რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობა ახალ მავნებლობაში ჩაერთო და ”ეკონომიკის სტიმულირებისათვის” ბიჯეტიდან ბანკებისათვის ფულის სესხების მანია გაუჩნდა. “მთავრობა ახალ მავნებლობაში ჩაერთო. ბიჯეტიდან ბანკებისათვის ფულის სესხების მანია გაუჩნდა ”ეკონომიკის სტიმულირებისათვის”. ლარის გაუფასურების ფონზე იმედი გვქონდა, რომ დღეს მაინც შეწყვეტდა ამ უმსგავსობას. ნურას უკაცრავად, 50 მილიონი ლარი გაასესხა. გაცემულმა სესხებმა უკვე 635 მილიონ ლარს ...

Read More »

„მორატორიუმი უცხოელებზე მიწების გაყიდვაზე ფაქტობრივად შეჩერებულია“

„მორატორიუმი უცხოელებზე მიწების გაყიდვაზე ფაქტობრივად შეჩერებულია“

ამას სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება გულისხმობს, რომელიც პარლამენტართა ჯგუფმა მოამზადა. აღნიშნული კანონპროექტის კომენტირება ეკონომისტ ვაჟა ბერიძეს ვთხოვეთ. “მთავრობა ცუდ დღეშია. ხალხი, საზოგადოების უმრავლესობა სასოფლო–სამეურნეო სავარგულების უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგია. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება. მთავრობა ორ ცეცხლსშუაა მოქცეული. მან ევროგაერთიანების და სტრატეგიული პარტნიორების მიდგომებიც უნდა გაითვალისწინოს და საზოგადოებრივ აზრსაც გაუწიოს ანგარიში. თითქოსდა გამოსავალი ...

Read More »

რა მნიშვნელოვან პროექტებს გეგმავს მთავრობა ქუთაისის აეროპორტის გასაფართოებლად

რა მნიშვნელოვან პროექტებს გეგმავს მთავრობა ქუთაისის აეროპორტის გასაფართოებლად

საქართველოს მთავრობა ქუთაისის აეროპორტის გასაფართოებლად მნიშვნელოვან პროექტებს გეგმავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, იმერეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უამრავი ჩვენი თანამოქალაქე და უცხოელი სტუმარი ისარგებლებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უზრუნველყოფილი იქნება კომფორტულიდა უსაფრთხო მგზავრობით. ”მასშტაბური პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმერეთისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტები და სივრცითი მოწყობის გეგმა იმერეთს აძლევს განვითარების საუკეთესო შესაძლებლობებს, ვინაიდან იმერეთი ერთმანეთთან აკავშირებს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა ...

Read More »

ვინ წვავს საქართველოს

ვინ წვავს საქართველოს

“ხანძრები ისეთ ადგილებზეა გაჩაღებული, რომლებსაც გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს” ბორჯომი, ატენი, წყალტუბო, ჟინვალი, თიანეთი, ლაგოდეხი, წეროვანი, ანდაქის ხეობა, ფშავი, მესტია, ბოდბიხევი, პანკისი, მთაწმინდა, გლდანი, ვარკეთილი, – ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხანძარია. უსაფრთხოების ექსპერტები “რეზონანსთან” საუბრისას დივერსიაზე მიანიშნებენ და შესაძლო ავტორსაც ასახელებენ. აღსანიშნავია, რომ ტყის მასივებში ხანძარი მოულოდნელად და ძირითადად საღამოს საათებში ჩნდება. შეგახსნებთ იმასაც, რომ ბორჯომის ტყეში ...

Read More »

ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვალდებულებები $451 მლნ-ით გაიზარდა

ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვალდებულებები $451 მლნ-ით გაიზარდა

ქვეყნის საგარეო ვალდებულებების მოცულობა მზარდი ტრენდით ხასიათდება. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალდებულებები 451 მლნ დოლარით არის გაზრდილი და  2017 წლის 30 ივნისის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 4,855 მლრდ დოლარი. ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ერთ თვეში 11 მლნ დოლარით არის გაზრდილი. 2017 წლის 31 მაისისთვის საგარეო ვალის მოცულობა 4,745 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2016 წლის 30 ივნისისთვის – ...

Read More »