Home » Tag Archives: საქართველოს ეროვნული ბანკი (page 3)

Tag Archives: საქართველოს ეროვნული ბანკი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ლარის ბანკნოტების და მონეტების შეუფერხებლად გადაცვალას უზრუნველყოფენ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ლარის ბანკნოტების და მონეტების შეუფერხებლად გადაცვალას უზრუნველყოფენ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის გაზრდის მიზნით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგისტრაციის წესში ცვლილებები განახორციელა, რომლის მიხედვით, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა ლარის ბანკნოტები და მონეტები სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებში და მონეტებში შეუფერხებლად გადაცვალოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. აღსანიშნავია, რომ დღემდე მოქმედი წესი არ ავალდებულებდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ლარის ბანკნოტების გამოცვლას და ეს დამოკიდებული იყო თითოეული საფინანსო ორგანიზაციის შიდა პროცედურაზე. “წესის ახალი რედაქციის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ...

Read More »

სებ-მა კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს ლიცენზია გაუუქმა

სებ-მა კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს ლიცენზია გაუუქმა

“კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველო” ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა. ეროვნული ბანკის შეფასებით, კრედიტორთა, მათ შორის, პირველ რიგში დეპოზიტართა მოთხოვნების დაკმაყოფილება სრულად განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს, აზერბაიჯანში, მშობელი ბანკის გარშემო განვითარებული პრობლემების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება სს “კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველო” – ში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე. ბანკი ...

Read More »

როგორ შევიძინოთ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები?

როგორ შევიძინოთ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები?

საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებული პირებისთვის განმარტავს, თუ როგორ უნდა შეიძინონ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. ეროვნული ბანკის ცნობით, ბოლო პერიოდში, როგორც რეზიდენტი, ისე უცხოელი არასაბანკო კლიენტების მხრიდან გაიზარდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისადმი ინტერესი და შესაბამისად გაჩნდა კითხვები თუ როგორ შეიძლება შეიძინოს ფასიანი ქაღალდი ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა? ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონებზე და რა არის ფასიანი ქაღალდების ის მინიმალური ...

Read More »

ივნისში ბანკების აქტივები გაიზარდა

ივნისში ბანკების აქტივები გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 2.0 მლრდ ლარით, ანუ 8.8 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.2 პროცენტით) და 25.3  მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო ...

Read More »

კობა გვენეტაძე – მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს

კობა გვენეტაძე

მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც დაბალია ინფლაცია, კურსის ორმხრივი მერყეობა, ფინანსური განვითარების ტემპი, წესით დოლარიზაციის მაჩვენებელი ასეთი დიდი არ უნდა ყოფილიყო.გვენეტაძის განცხადებით, საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად რთულია ამ სენის მოშორება. ”მიზეზი, ალბათ განვლილი პერიოდია. 90-იანი წლების დასაწყისში ...

Read More »

ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,2016 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილებისნაკადების მოცულობამ $105.4 მლნ, ანუ 230.6 მლნ ლარი შეადგინა,რაც 4.9 პროცენტით ($4.9 მლნ-ით) მეტია 2015 წლის ივნისისანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.7 პროცენტიიმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთიგზავნილების მოცულობამ ივნისში $1 მლნ-ს გადააჭარბა. იმავე 13ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.1პროცენტი მოდიოდა. პირველ ადგილზე გადმორიცხვების მოცულობის მიხედვითტრადიციულად ...

Read More »

ბანკების სააქციო კაპიტალი მაისში 66 მილიონი ლარით გაიზარდა

საბანკო სექტორის მოგება 37%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მაისის ბოლოს საქართველოში 19 კომერციული ბანკი, 71 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ვალუტის გადამცვლელი 1181 პუნქტი, 14 სადაზღვევო კომპანია, 5 საპენსიო ფონდი და 1 საფონდო ბირჟა ოპერირებდა. საფინანსო ინსტიტუტების რაოდენობა მაისში თითქმის არ შეცვლილა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გარდა, რომელმა რაოდენობა მაისში 7 ერთეულით გაიზარდა. კომერციული ბანკების სააქციო კაპიტალმა მაისის ბოლოს 3.636 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 66 მლნ ლარით მეტია, ...

Read More »

მაისში ბანკების აქტივები შემცირდა

მაისში ბანკების აქტივები შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკოსექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 –საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 –უცხოური ბანკის ფილიალით. მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.4 მლრდ ლარით,ანუ 5.6 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე3.4 პროცენტით) და 23.2  მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 ...

Read More »

საბანკო სექტორის მოგება 37%-ით გაიზარდა

საბანკო სექტორის მოგება 37%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ ამ წლის იანვარ-მაისში 254.49 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო გასული წლის 5 თვის წმინდა მოგება 37%-ით ნაკლები, 185.577 მლნ ლარი იყო. 5 თვის დაუბეგრავი მოგება 285.817 მლნ ლარს შეადგენდა. 19 კომერციული ბანკის ჯამურმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 1.272 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო ხარჯებმა – 985.863 მლნ ლარი. შარშანდელი 5 თვის შემოსავლები 1.6 ...

Read More »

საქართველოს საფონდო ბირჟაზე EBRD-ის ობლიგაციები განთავსდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე EBRD-ის ობლიგაციები განთავსდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ობლიგაციები განთავსდება, ამის შესახებ დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2016 წლის 17 ივნისს, პირველი საჯარო ობლიგაცია გამოუშვა 107 მილიონი ლარის ოდენობით. პიონერული გამოშვება ხუთწლიანია და ცვლად პროცენტიანი კუპონი გააჩნია, რომელიც ...

Read More »